ინსა რენი

ინსა რენი

INSA Rennes რენის გამოყენებითი მეცნიერებების ეროვნული უნივერსიტეტია. იგი დაარსდა 1966 წელს. საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო საინჟინრო სკოლად აღიარებული, ინფორმაციისა და კუმინიკაციების ტექნოლოგიების, სტრუქტურისა და მექანიკის მიმართულებით მომუშავე უნივერსიტეტი ფრანგული კავშირის “Grandes ecolos-ს” წევრია. რენის INSA 6 საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიას მოიცავს მაღალი დონის მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად. უნივერსიტეტი 1800 სტუდენტს და 150 დოქტორანტს აერთიანებს, ხოლო ყოველწლიურად 300-მდე ახალგაზრდა ამთავრებს რენის გამოყენებითი მეცნიერებების ეროვნულ ინსტიტუტს. ამ დროისთვის რენის INSA-ს 9000 კურსდამთავრებული მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ეს უნივერსიტეტი განსაკუთრებულად კონცენტრირებულია საერთაშორისო გამოცდილებებზე. იგი 150-მდე პარტნიორ უნივერსიტეტს ითვლის, სადაც სტუდენტები მინიმუმ ერთ სემესტრს ატარებენ საზღვარგარეთ. რენის INSA-ს ოთხ კონტინენტზე 20 ორმაგი ხარისხის პროგრამა აქვს. იგი კოორდინირებას უწევს 6 ევროპულ კვლევით პროექტს, რომელთაგან 3 horizon 2020-ის პროექტია.

რენის INSA 2015 წლიდან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან Erasmus +ის ფარგლებში და ყოველ წელს აფინანსებს ქართველ სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტიდან.

 

https://www.insa-rennes.fr/en.html

Leave a Reply

Your email address will not be published.