კონფერენციები

 

აღმოსავლეთ პარტნიორობა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობა

2021 წლის 12 მაისს ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით გამართა ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების საკითხს.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ფრანგი წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ისაუბრეს არსებული გამოწვევების შესახებ.

კონფერენცია ჩატარდა ფრანგულ ენაზე.

ჩამოტვირთეთ პროგრამა.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი:

 

იდეების ღამე 2021

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2021 წლის “იდეების ღამის” ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ონლაინ დებატები.

კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ – „სწავლება და კვლევა დისტანციური გამოწვევების წინაშე”.

“იდეების ღამე” ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია დროში აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც სიახლეებს ნერგავენ ყველა მიმართულებით.

გადმოიწერეთ პროგრამა. 

იხილეთ ვიდეო ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით:

 

“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?”

პოლიტიკური ხელოვნების ახალი ტრაქტატი ნაწარმოები წარმოადგენს დეპუტატთა პრემიის ლაურეატს ნომინაციაში “2019 წლის საუკეთესო პოლიტიკური წიგნი”

 

2020 წლის 20 თებერვალს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართა კონფერენცია-წიგნის პრეზენტაცია “როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე”. ნაშრომი წარადგინა მისმა ავტორმა პიერ-ანრი ტავუაიომ (სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კოლეჯის თავმჯდომარე და ფილოსოფიის პროფესორი). ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა წიგნის ძირითადი იდეები. სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორმა, ჟან-კასიენ ბიიემ კი ყურადღება გაამახვილა პოლიტიკაში გამჭვირვალობის კონცეფციაზე.

პიერ-ანრი ტავუაიო: ”შევედით ჩვენ დემოკრატიული დაცემის ეპოქაში, პოსტ-დემოკრატიულ ხანაშიც კი? დავუშვათ, სულ მცირე, სამმაგი იმედგაცრუება: ლიბერალური დემოკრატია განიცდის წარმომადგენლობის უდიდეს კრიზისს, სერიოზულ უძლურებას საზოგადოების მხრიდან და მნიშვნელობის ღრმა დეფიციტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან თითქოს გზადაგზა დაკარგა ხალხი, რომელმაც იგი დააარსა; მთავრობა, რომელიც მას ინარჩუნებს და ჰორიზონტი, რომელიც წინ უძღვის მას”.

“შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?”

2020 წლის 19 თებერვალს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია – დებატები “შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ “ლიგამუსში”. სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორებმა პიერ-ანრი ტავუაიომ და ჟან-კასიენ ბიიემ, რელიგიური და კულტურული კვლევების პროფესორ სოფიკო ზვიადაძესთან ერთად იასუბრეს ფრანგული ლაიციზმის საკითხზე. კონფერენციის მიზანი იყო საფრანგეთში არსებული ლაიციზმის სხვადასხვა ასპექტის განხილვა და ანალიზი, და მისი შედარება სხვა მოდელებთან. ქართველმა მონაწილეებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და პარალელები გაავლეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“

2022 წლის 13 აპრილს ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით გამართა ონლაინ კონფერენცია „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“. კონფერენციაა წაიკითხა პასკალ კოშიმ, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი, სიანს პო-ს (Sciences Po Paris) ასოცირებული პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კომიტეტის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების ისტორიის სპეციალისტი.

კონფერენცია გახსნეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ. მოხსენებას მოდერაციას უწევდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი დავიდ ტერტრი.

ეს კონფერენცია გაიმართა იმ დროს, როდესაც ახალი დასრულებული იყო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. მთავარი საკითხი ეხებოდა იმის უკეთ გამორკვევას, თუ რა გავლენა იქონია საარჩევნო შეთავაზებების გარდაქმნამ, გამოკითხვებმა, მაგრამ ასევე ჯანდაცვის და მისმა თანმდევმა პოლიტიკურმა კრიზისებმა ფრანგი ხალხის არჩევანის ჩამოყალიბებაზე.

 

იხილეთ ვიდეოჩანაწერი: