შეხვდი მომავალს

კვების ტექნოლოგია

 

წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში

უნივერსიტეტი რენე 1- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

line-middle

საქართველოს ყველისა და რძის ტრანსფორმაციის გზით მიღებული სხვა პროდუქტების წარმოების დიდი ტრადიცია აქვს. მათი უმეტესობა ტრადიციულად იწარმოება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის მზარდ მოთხოვნასა და ექსპორტის პერსპექტივებზე საპასუხოდ, დღესდღეობით რამდენიმე კომპანია სამრეწველო პროდუქციას სთავაზობს ბაზარს. რძის პროდუქტების ინდუსტრია საჭიროებს კვალიფიციურ მუშაკებს, რომელთაც შეუძლიათ როგორც გლობალური აქტივობების მართვა, ისე გუნდების ხელმძღვანელობა.

ეს პროგრამა სტუდენტებს ამზადებს ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კერძო კომპანიებში სამუშაოდ, როგორიცაა: ყველის მწარმოებელი ქარხნები, რძის მწარმოებელი კომპანიები, რძის შემგროვებელი კოოპერატივები თუ ლაბორატორიები, გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის კოლექტიური ორგანიზაციები, რძის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ასოციაციები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასთან აფილირებული სააგენტოები.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 16 კვირას გაატარებენ პროფესიულ გარემოში და მოამზადებენ საბაკალავრო ნაშრომს, რასაც 20 კრედიტი დაეთმობა. კურსის განმავლობაში მიღებული ეს პირველი სამუშაო გამოცდილება გააძლიერებს სტუდენტების პროფილს და გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას. 

შესაბამისი წინაპირობების მქონე სტუდენტებს ასევე შეუძლიათ სასურველი მობილობის სქემაში ჩართვა სტუ-ს ადმინისტრაციის დახმარებით, თუმცა ეს არ არის სავალდებულო პირობა პროგრამის დასასრულებლად. 

პირველი სამი წლის განმავლობაში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სწავლების ენაა ქართული. მეოთხე წელს კი სწავლება ხორციელდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებს, ინდივიდიალურ და ჯგუფურ პროექტებსა და პრაქტიკას. პრაქტიკის გავლა შესაძლებელია რძის გადამამუშავებელ საწარმოებში, ყველის მწარმოებელ კომპანიებში, ხარისხის კონტროლის ორგანიზაციებში და სხვაგან.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს: ერთ ბაკალავრის დიპლომს სტუ-სგან და ერთს – რენის უნივერსიტეტისგან. ორივე ხარისხი აღიარებულია და საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურის საფეხურზე ევროპის ან სხვა ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს. 

გადმოტვირთეთ ბროშურა