შეხვდი მომავალს

 

ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა

line-middle

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლუმიერ ლიონ 2 -ის უნივერსიტეტი

 

სამაგისტრო პროგრამატურიზმიხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერ ლიონ 2 – ის უნივერსიტეტის მიერ, ფრანგულქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტურიზმის სფეროსთვის კადრების მომზადებას, რომელთა კვალიფიკაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს მდიდარი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლის ამაღლებაზე ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში.

მიზნები

ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ფრანგული უნივერისტეტის მონაწილეობით, ორენოვანი, კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება

სტრუქტურა

პირველი კურსი 

პირველი და მეორე სემესტრი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები სწავლებას გაივლიან ბიზნესისა და ტურიზმის პროფილის ქართულენოვანი კურსებით, ასევე ფრანგული ენის გაძლიერებული სასწავლო კურსით

მეორე კურსი 

მეორე კურსის მესამე სემესტრი ჩატარდება ასავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართულენოვან მაპროფილებელ საგნებს დაემატება ლუმიერ ლიონ 2-დან მოწვეული პედაგოგების სამი სასწავლო კურსი პროფესიულ ფრანგულ ენაში, კულტურული ტურიზმის მეთოდოლოგიაში და პროექტების დიაგნოსტიკასა და შემუშავებაში. მეოთხე სემესტრი მოიცავს ტურიზმის სპეციალიზირებული კურსების ორთვიან სწავლებას ლიონ 2-ის უნივერსიტეტში. სასწავლო პროგრამა სრულდება სტუდენტების ტურისტულ კომპანიებში სტაჟირებით საფრანგეთში და სადიპლომო ნაშრომის დაცვით ლიონის უნივერსიტეტში ფრანგულად, ქართულენოვანი რეფერატის მომზადებით.

მოთხოვნები

სტუდენტმა, რომელსაც სურს აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა, უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები და პროგრამაზე მისაღები გამოცდა – „ტურიზმი“.

საფასური

პროგრამის ორი წლის საფასური თსუში შეადგენს 4 500 ლარს. ლიონის უნივერსიტეტში სწავლა ფრანგულქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. მათ მოუწევთ მხოლოდ ყოველწლიური საკომისიო გადასახადის (la Contribution Vie Etudiante et de Campus) გადახდა.

გადმოტვირთეთ ბროშურა.