შეხვდი მომავალს

მეღვინეობა და მევენახეობა

line-middle

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

 მონპელიეს უნივერსიტეტი (l’Institut Agro Montpellier)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

მიზანი

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს მევენახეობის, ღვინის წარმოების, შეფასების და გაყიდვის სფეროებში. სტუდენტი შეისწავლის ახალ ტექნიკებს, თანამედროვე მეთოდებს და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ვენახისა და მეღვინეობის მართვაში. პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოიმუშავონ შესაბამისი უნარები ყურძნის მოყვანის და ყურძნის ღვინოდ გადამუშავების თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად. სტუდენტები ასევე შეიძენენ ანალიტიკურ უნარებს, რომლებიც ღვინის ლაბორატორიებში გამოადგებათ, გემოს და არომატის შექმნის პროცესის სრული გააზრებისთვის.

ეს პროგრამა შემუშავდა მომავალი ოენოლოგების მოსამზადებლად ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ამ გზით, მათი დასაქმების შანსების და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. ეს პროგრამა ასევე ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, იმისთვის, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ, დააკმაყოფილონ ღვინის ინდუსტრიის უმაღლესი მოლოდინები.

სტრუქტურა

პირველი წლის განმავლობაში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ლექციებს ასევე ატარებენ ფრანგი და ევროპელი პროფესორები.

ირველი კურსის ბოლოს შეირჩევა ორი სტუდენტი, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ ევროპაში და მიიღებენ ორ დიპლომს.  პროგრამის მეორე წელს სტუდენტები გაატარებენ ევროპაში: პირველ სემესტრს რომელიმე პარტნიორ ქვეყანაში (გერმანია, ესპანეთი, იტალია ან პორტუგალია), მეორე სემესტრს კი საფრანგეთში (სტაჟირება და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა). 

სწავლების ენაა ინგლისური. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ფრანგული ენის კურსები.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს: ერთ მაგისტრის ხარისხს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და ერთ მაგისტრის ხარისხს (Vinifera) მონპელიეს უნივერსიტეტისგან (l’Institut Agro Montpellier). ორივე ხარისხი აღიარებულია და ხელმისაწვდომს ხდის სადოქტორო პროგრამებს (PhD) ევროპაში და ყველა იმ საერთაშორისო უმაღლესი განათლების ინსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს.

 

ჩამოტვირთეთ ბ რ ო შ უ რ ა

 

პროგრამის აღწერა და სტრუქტურა_სტუ