შეხვდი მომავალს

ხელმძღვანელობა

line-middle

ფქუ-ს სტრატეგიული საბჭო

2018 წლის 26 მაისის სამთავრობათშორისო ხელშეკრულებით შექმნილი სტრატეგიული საბჭო განსაზღვრავს ფრანგულქართული უნივერსიტეტის განვითარების მთავარ მიმართულებებს.

საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან განათლების მინისტრის მოადგილე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში. სტრატეგიული საბჭო

განსაზღვრავს ფქუ-ს სტრატეგიულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებს

ხელს უწყობს ფქუ-ს ადმინისტრაციულ და ფინანსურ სტრუქტურას

ხელს უწყობს ფრანგულ-ქართული ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას

აწარმოებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს

 

ფქუ-ს კონსორციუმის საბჭო

კონსორციუმის საბჭო შეიქმნა 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული უნივერსიტეტთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პარტნიორ ფრანგულ და ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. კონსორციუმის საბჭო

განსაზღვრავს ფქუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებს

უზრუნველყოფს ორმაგი ხარისხის პროგრამების ეფექტურ ფუნქციონირებას

უზრუნველყოფს უნივერსიტეტის დღის წესრიგთან შესაბამისობას

განიხილავს ფქუ-ს საკომუნიკაციო პოლიტიკას