ფქუ-ს ფონდი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდის საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი დიეგო კოლასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფონდი ხელს უწყობს ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. ის ასევე მონაწილეობს ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციასა და კომუნიკაციაში, მხარს უჭერს ფრანგი პროფესორების საქართველოში ჩამოსვლას და ფქუ–ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. ფონდის დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე: ანგარიში ლარში ანგარიში ევროში ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე დამატებითი ინფორმაციისთვის...

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”

2022 წლის 6 ივლისს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟულიენ ვერკეისთან, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრის თემა გახლდათ “უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”. შეხვედრა გაიმართა ფრანგულ ენაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ჟულიენ ვერკეი არის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო და ინსტიტუციონალური ეკონომიკის სპეციალისტი. იგი იკვლევს პოსტ-საბჭოთა სივრცეს, ეკონომიკურ განვითარებას და  ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მდგომარეობას. ჟიულიენ ვერკეის გამოაქვეყნებული აქვს ნაშრომები: “განვითარებადი ქვეყნები. ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი… ეკონომიკური ცვლილებები, კრიზისები და ახალი გამოწვევები” გამომცემლობა ბრეალი (Bréal, 2015) და “რუსეთის პოლიტიკური ეკონომიკა, 1918-2018”, გამომცემლობა სეი (Le Seuil 2019).

„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“

„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“

2022 წლის 13 აპრილს ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით გამართა ონლაინ კონფერენცია „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“. კონფერენცია წაიკითხა პასკალ კოშიმ, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი, სიანს პო-ს (Sciences Po Paris) ასოცირებული პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კომიტეტის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების ისტორიის სპეციალისტი. კონფერენცია გახსნეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ. მოხსენებას მოდერაციას უწევდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი დავიდ ტერტრი. ეს კონფერენცია გაიმართა იმ დროს, როდესაც ახალი დასრულებული იყო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. მთავარი საკითხი ეხებოდა იმის უკეთ გამორკვევას, თუ რა გავლენა იქონია საარჩევნო შეთავაზებების გარდაქმნამ,...

“საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი”, 2022 წლის 25 მარტი

“საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი”, 2022 წლის 25 მარტი

2022 წლის 25 მარტს გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა“ (ორმაგი ხარისხის პროგრამა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ლიონ 2-ის უნივერსიტეტი) პირველი წლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონფერენცია-სპექტაკლი „საქართველო, კულტურათა გზაჯვარედინი“, ფესტივალის „Villeurbanne Capital Française de la Culture 2022“ ფარგლებში. კონფერენცია გახსნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა (ვიდეოკონფერენცია). სტუდენტებმა წარადგინეს საქართველო და მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. პრეზენტაციას თან ახლდა ქართული ცეკვა და მუსიკა, რომელიც ასევე ტურიზმის ნიჭიერმა სტუდენტებმა წარადგინეს. პრეზენტაციის ბოლოს, სტუმრებმა დააგემოვნეს შესანიშნავი ქართული ღვინო, რისთვისაც მადლობას ვუხდით Le Pont Caucasien-ს. საღამო სრულად ორგანიზებული იყო ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, რომელთაც ხელმძღვანელობდა ფრედერიკ ლამანტია, ლიონ 2-ის ტურიზმის დეპარტამენტის ასოცირებული...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ დიპლომების გადაცემის ცერემონია

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ დიპლომების გადაცემის ცერემონია

2022 წლის 2 თებერვალს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის (რენე 1-ის უნივერსიტეტი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ პირველი დიპლომების გადაცემის ცერემონიას. ბატონმა დიეგო კოლასმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს მიულოცეს ეს დიდი წარმატება და მათ დიპლომები გადასცეს. სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება ასევე მიულოცეს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბატონმა დავიდ ტერტრიმ, აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა გიგა ქვარცხავამ და ამ პროგრამის თანახელმძღვანელებმა: ბატონმა მალხაზ ბერეჟიანმა (საბაკალავრო პროგრამის ქართველი თანახელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და ქალბატონმა ელენ მარფაინგმა (საბაკალავრო პროგრამის ფრანგი თანახელმძღვანელი, რენე 1-ის უნივერსიტეტი). საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ მიზანია სტუდენტებს რძის პროდუქტების შესახებ...

ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის უფასო კურსს 2021-2022 წლისთვის (ნოემბერი-ივნისი). კურსს გაუძღვება ფრანგული ენის (ფრანგული, როგორც უცხო ენა – FLE) მასწავლებელი, საბრინა ფაგე, ფრანგულ ენაზე საუნივერსიტეტო სწავლების მხარდაჭერის ფარგლებში. დონეები: ჯგუფი 1. (მოთხოვნა: A1 დონე) ჯგუფი 2. (მოთხოვნა: A2 დონე) კურსი დაიწყება 13 ნოემბერს ადგილი: ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე-5 კორპუსი განრიგი: ყოველ შაბათს 15:00-16:30 (A2 დონე), ყოველ შაბათს 16:30-18:00 (B1 დონე) როგორ დავრეგისტრირდეთ?გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კანდიდატურა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nestan.talakhadze@fgu.ge • სახელი და გვარი • ელ. ფოსტა • ტელეფონის ნომერი • პასპორტის ასლი • უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი • დონე ფრანგულ...

კონკურსი #Erasmusdays

კონკურსი #Erasmusdays

წელს, ერასმუსის დღეების (#Erasmusdays) ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაიმართება 2021 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე, საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვენიის კამპუს ფრანსის ბიურომ, ერასმუს+ ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით გაიმართება ფოტოგრაფიის კონკურსი.  თუ მონაწილეობა გაქვს მიღებული ერასმუს+ მობილობის პროგრამაში საფრანგეთში ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ან მუშაობის განმავლობაში, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! კონკურსის წესები მარტივია : გამოგვიგზავნე მობილობის განმავლობაში საფრანგეთში გადაღებული ერთი ფოტო წარწერის თანხლებით ფრანგულ ენაზე. რა ფორმის უნდა იყოს წარწერა? მასში გამოყენებული სიტყვებიდან შვიდი უნდა იწყებოდეს სიტყვის ERASMUS შემადგენელი ასო-ბგერებით ისეთი რიგითობით, რომ მათი თანმიმდევრობით დალაგებით მივიღოთ აღნიშნული სიტყვა. ფრაზების ფორმირებაში არანაირი შეზღუდვა არ გაქვს.მაგალითი : E comme Exceptionnel, parce que …, R comme Riche, parce que ….,...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის 5-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის გლობალურ სტუდენტური ლიგის (UNWTO Students’ League) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. სამეცნიერო პროექტი მოამზადა და წარადგინა ქეთი გზირიშვილმა, გვანცა ხოსიაშვილმა, ნათია გოგუაძემ, მაია ამბარცუმოვამ და ია მიქიაშვილმა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 1000 სტუდენტი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, აზიიდან და ა.შ. მსოფლიო ტურიზმის სტუდენტური ლიგის ფარგლებში მონაწილეები უკეთ ეცნობიან ტურიზმის სექტორს, მუშაობენ რეალურ გამოწვევებზე და ეძებენ ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.

FLE სტაჟირება

FLE სტაჟირება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, საქართველოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას 2021-2022 სასწავლო წლებისთვის. სტაჟიორის ფუნქციები: ფრანგული ენის სწავლება ტურიზმის სამაგისტრო პროგრამისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის. ფრანგული ენის სწავლება მულტიდისციპლინარული სტუდენტური ჯგუფებისათვის, უნივერსიტეტის ფრანკოფონიის გაძლიერების და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების პოტენციური მიღების მიზნით. AUF-ის მიერ გამოცხადებული პროგრამების ფრანგულენოვანი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის გაცნობა. პროფესორ-მკვლევართა და სტუდენტთა საზოგადოების წახალისება უნივერსიტეტის ფრანგულენოვან ღონისძიებებში და AUF-ის პროექტებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. რეგულარული ანგარიშების მომზადება. მოთხოვნები: • ფრანგული ენა – მშობლიური • პედაგოგიური და ციფრული უნარები; • ორგანიზაციული და პიროვნული უნარები; • ფრანგული ენის ცოდნა...

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

2021 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს. ბატონმა ელჩმა სტიპენდიანტებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა. სტუდენტებს წარმატება ასევე მიულოცეს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ქნ-მა ნინო ჭელიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ქნ-მა რუსუდან ჯობავამ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბ-ნმა დავიდ ტერტრიმ. ცერემონიას ესწრებოდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებში გამარჯვებული ორი სტიპენდიანტი: > გვანცა ჩადუნელი, რომელმაც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია მოიპოვა და იურიდიულ სფეროში სამთვიანი კვლევის ჩასატარებლად მიემგზავრება უნივერსიტეტში პარიზი 2 პანთეონ-ასასი. > ალექსანდრე ხოშტარია, რომელმაც სტიპენდია მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპანია სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და...

  • 1
  • 2
  • 4