შეხვდი მომავალს

ჩვენი ისტორია

line-middle
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების მიერ 2016 წელს ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანია მაღალი დონის სწავლების განვითარება საქართველოში, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ.) მოთხოვნებს. ეს ყოველივე ემყარება საფრანგეთსა და საქართველოს შორის აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებას.
> 2018 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტის პროექტზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროპისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა. ხელისმოწერას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

> 2018 წლის 18 ოქტომბერს მოლიერის ფონდმა გააფართოვა მოქმედების არეალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდასაჭერად და ოფიციალურად გახდა საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი მოლიერი.
> 2019 წლის 4 აპრილს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და მისი ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა განათლების გამოფენის “აირჩიე საფრანგეთის” ფარგლებში. ასევე შეიქმნა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და პარტნიორების ინფორმირებას პროექტის შესახებ.
> 2019 წლის 2 დეკემბერს, პარიზის განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროში ხელი მოეწერა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმის ხელშეკრულებას. ხელმოწერა შედგა ფრანგულ-ქართული ამილახვარის მთავრობათაშორისი დიალოგის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნას ეხებოდა.