ჩვენი ამბიციაა გავხდეთ განათლებისა და კულტურის რეგიონალური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოდან და მთელი რეგიონიდან
მოგესალმებით
„უმაღლესი განათლების სფეროში, ინტერნაციონალიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მიმდინარე რეფორმების დასაჩქარებლად და საქართველოს გარდასაქმნელად სტუდენტური მობილობის რეგიონულ ცენტრად. საფრანგეთი მზადაა ამ პროცესში დაეხმაროს ამ პროექტს სახელწოდებით "ფრანგული-ქართული უნივერსიტეტი".
პასკალ მენიე
საფრანგეთის ელჩი საქართველოში
„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი უნიკალური შესაძლებლობაა მოიპოვო, პრესტიჟული, საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული ხარისხის დიპლომი საქართველოში.“
პიერ კლუე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი
„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი პირველი აგურია ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის გულწრფელი და ხანგრძლივი ურთიერთობების შენებაში, ქვეყნებს შორის მობილობის სივრცის შესაქმნელად, როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალისთვის.“
პიერ ვან დე ვეგი რენის პირველი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (ფქუ) მიზანია ფრანგულ-ქართული ორმაგი ხარისხის დიპლომის შექმნა საქართველოში, ქვეყნის ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე ორიენტირებით, როგორიცაა ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო სფერო და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ეს პროექტი შთაგონებულ იქნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანგული უმაღლესი განათლების და მეცნიერებების სამინისტროს მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული სხვა მსგავსი პროგრამებით, როგორიცაა ფრანგულ-გერმანული და ფრანგულ-იტალიური უნივერსიტეტი.
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, ვინაიდან ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ ორმაგი ხარისხის ფრანგული დიპლომი სრულიად ხელმისაწვდომ ფასად.
ჩვენი ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ორმაგ ხარისხს. საქართველოში არსებული ფრანგული აკადემიური პროგრამების წყალობით, ქართველ სტუდენტებს აღარ მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დატოვება, რათა მიიღონ უმაღლესი ევროპული განათლება.
მოკლედ ფქუ-ს შესახებ
> ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ აიღოთ ფრანგული დიპლომი ხელმისაწვდომ ფასად და ქვეყნიდან გაუსვლელად.
> ლექციებს უძღვებიან ფრანგი და ქართველი პროფესორები – საქართველოში.
> ფქუ-ს დასრულების შემდგომ, თითოეული სტუდენტი მიიღებს ორ დიპლომს: ერთს ქართული, ერთს კი – ფრანგული უნივერსიტეტისგან.
> ფქუ ფოკუსირებულია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებზე ისეთი პროფესიონალების მომზადების მიზნით, რომელთაც ექნებათ შრომის ბაზარზე მეტად მოთხოვნადი ინტერკულტურული უნარ-ჩვევები. ამასთან, რამდენიმე ენაზე სწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა მომავალ დასაქმებას.
> ფრანგულ -ქართული უნივერსიტეტი ასევე მოიცავს პროგრამებს, რომელიც ამარტივებს საფრანგეთში გამგზავრებასა და პროფესიული სტაჟირების გავლას ქართულ თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებში.
This website uses cookies to improve your experience. We'll assume you're ok with this, but you can opt-out if you wish.AcceptRejectRead More
Privacy & Cookies Policy
Privacy Overview
This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.
Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.