სუპაგრო მონპელიე

სუპაგრო მონპელიე

მონპელიეს SupArgo მსოფლიოში  განთქმულია თავისი სამეცნიერო გარემოთი და სამეურნეო მეცნიერებების მიმართულებებით. იგი Agropolis International-ის წევრია. ეს ასოციაცია 2000-ზე მეტ სამეცნიერო მკვლევარს აერთიანებს, რომლებიც 112 კვლევით ერთეულზე არიან განაწილებულნი. Sup Agro 1600-ზე მეტ სტუდენტს, 88 პროფესორს, 345 მოწვეულ ლექტორსა და 450 დამხმარე პერსონალს აერთიანებს. ის ახალგაზრდებს კურსების სრულ სპექტრს სთავაზობს: როგორც ბაკალავრიატს, პროფესიულ კვალიფიკაციებსა და სადოქტორო ხარისხს, ასევე  სამეურნეო ინჟნერიის სწავლების კურიკულუმებს.

SupArgo აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო განათლებაში; მას აქვს 5 საერთაშორისო, ორმაგი სამაგისტრო პროგრამა, მათ შორის, სახელგანთქმული Euromaster Vinifera, რომელიც ინგლისურ ენაზე ისწავლება. SupAgro უკვე რამდენიმე წელია ასწავლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და ახლა უკვე მათ ქართულ დიპლომთან ერთად, ფრანგულ დიპლომსაც სთავაზობს.

http://www.supagro.fr/web/en/pages/?idl=19&page=1368

Leave a Reply

Your email address will not be published.