უნივერსიტეტი რენი

უნივერსიტეტი რენი

რენის უნივერსიტეტი 1970 წელს დაარსდა და ის იყო ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელიც საერთაშორისო სასწავლებლად იქცა. ნუნბერგერლანგენის გერმანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რენის უნივესრსიტეტი საერთაშორისო ხარისხის მინიჭების ინიციატორიც გახდა.

გასაკვირი არაა, რომ განვითარების მრავალფეროვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევით კომპონენტებს და მისი სწავლებისა და ინტენსიური კვლევითი საქმიანობებით იგი 2007 წლიდან შანხაის რეიტინგშია. ამ დროისთვის უნივერსიტეტი 29 000 სტუდენტს მასპინძლობს, რომელთაგან 3400 საერთაშორისო სტუდენტია.

რენის პირველი უნივერსიტეტი სტუდენტებს არა მხოლოდ ფრანგულ, არამედ ინგლისურ სწავლებასაც სთავაზობს. ის აერთიანებს 12 ინგლისურენოვან სამაგისტრო  და 30-მდე ორმაგი ხარისხის პროგრამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორისაა 2 ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა და სრულიად ახალი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა კვების ტექნოლოგიებში, რძის ნაწარმის გარდაქმნის მიმართულებით. აღნიშული პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

https://www.univ-rennes.fr/

Leave a Reply

Your email address will not be published.