ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საპატიო სტუმრად გამოფენაზე “აირჩიე საფრანგეთი”

ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საპატიო სტუმრად გამოფენაზე “აირჩიე საფრანგეთი”

ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ფრანგულ უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებს, ასევე ახალ ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც ოფიციალურად გახსნეს ბ-მა პასკალ მენიემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა და ბ-მა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში. განათლების ყოფილი მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს მხრიდან გახლავთ 2018 წლის 26 მაისის ორმხრივი ხელშეკრულების ხელმომწერი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, ხოლო საფრანგეთის მხრიდან ხელმომწერი გახლდათ ბ-ნი ჟან-ივ ლე დრიანი, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს, საქართველოში, ორმაგი – ერთდროულად ფრანგული და ქართული დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს, ბაკალავრისა და მაგისტრატურის დონეებზე, შემდეგი განხრით : სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა, ტურიზმი, ინფორმატიკა.

გამოფენაში მრავალმა ფრანგულმა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა უნივერსიტეტი « პარი-საკლე », « რენ 1 », პუატიეს უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი « ლიონ 2 », ისევე როგორც რამდენიმე საინჟინრო და ბიზნეს სკოლამ : INSA Rennes, INP Grenoble, Brest business School, ICD International Business School. წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ლიონის « ალიანს ფრანსეზი » და ევროპის კოლეჯი.

საქართველოში ამ პირველ საგანმანათლებლო ფრანკოფონურ გამოფენას 250-დან 300-მდე სტუმარი ჰყავდა, რომელთაც საშუალება მიეცათ, ინფორმაცია მიეღოთ საფრანგეთში სწავლის, ფრანგული სასწავლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ. ისინი ასევე გაეცვნენ სასწავლო სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებსა და ორმაგ და დელოკალიზებულ დიპლომებს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში.

Leave a Reply

Your email address will not be published.