“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?”

“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?”

პოლიტიკური ხელოვნების ახალი ტრაქტატი

ნაწარმოები წარმოადგენს დეპუტატთა პრემიის ლაურეატს ნომინაციაში “2019 წლის საუკეთესო პოლიტიკური წიგნი”

2020 წლის 20 თებერვალს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართა კონფერენცია-წიგნის პრეზენტაცია “როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე”. ნაშრომი წარადგინა მისმა ავტორმა პიერ-ანრი ტავუაიომ (სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კოლეჯის თავმჯდომარე და ფილოსოფიის პროფესორი). ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა წიგნის ძირითადი იდეები. სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორმა, ჟან-კასიენ ბიიემ კი ყურადღება გაამახვილა პოლიტიკაში გამჭვირვალობის კონცეფციაზე.

პიერ-ანრი ტავუაიო: ”შევედით ჩვენ დემოკრატიული დაცემის ეპოქაში, პოსტ-დემოკრატიულ ხანაშიც კი? დავუშვათ, სულ მცირე, სამმაგი იმედგაცრუება: ლიბერალური დემოკრატია განიცდის წარმომადგენლობის უდიდეს კრიზისს, სერიოზულ უძლურებას საზოგადოების მხრიდან და მნიშვნელობის ღრმა დეფიციტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან თითქოს გზადაგზა დაკარგა ხალხი, რომელმაც იგი დააარსა; მთავრობა, რომელიც მას ინარჩუნებს და ჰორიზონტი, რომელიც წინ უძღვის მას”.

Leave a Reply

Your email address will not be published.