“სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში”

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ ფარგლებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი), პროექტი სახელწოდებით „სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში“ შერჩეულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ. ტრენინგი გაიმართება 2020 წლის შემოდგომაზე ქ. თბილისში.

AUF–ის ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოკლე პროფესიული სწავლების მოდულების შექმნას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ გამოცდილება და განავითარონ პიროვნული და შემოქმედებითი უნარები. ტრენინგის „სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში„ მიზანია სტუდენტებს გააცნოს საფრანგეთისა და ზოგადად ფრანკოფონიული სამყაროს  ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სექტორის ფუნქციონირების მახასიათებლები და მოთხოვნები.

ასევე, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ფქუ-ს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირებისთვის საჭირო პროფესიული გარემოს გაცნობას. ამასთან, ეს ტრენინგები საშუალებას მისცემს სტუდენტებს, რომ უკეთ გაეცნონ ტურიზმის სფეროს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, უფრო ზუსტად კი, მის მზარდ მოთხოვნებს ეთიკისა და გარემოს თვალსაზრისით.

Leave a Reply

Your email address will not be published.