ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. იგი ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგული დიპლომის გაცემას. პროგრამებზე სწავლების ენები იქნება: ფრანგული, ინგლისური და ქართული.

Leave a Reply

Your email address will not be published.