ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2020 წლის 23 ოქტომბერი

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის “ტურიზმი” გახსნის ცერემონია (თსუ-ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ამ პროგრამას მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი. ამ სფეროში ფრანგული გამოცდილების საფუძველზე, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის გზით. ეს ახალი ორმაგი ხარისხის პროგრამა ერთ-ერთი პირველია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებს შორის. 

Leave a Reply

Your email address will not be published.