სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

2021 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს. ბატონმა ელჩმა სტიპენდიანტებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა.

სტუდენტებს წარმატება ასევე მიულოცეს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ქნ-მა ნინო ჭელიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ქნ-მა რუსუდან ჯობავამ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბ-ნმა დავიდ ტერტრიმ.

ცერემონიას ესწრებოდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებში გამარჯვებული ორი სტიპენდიანტი:

> გვანცა ჩადუნელი, რომელმაც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია მოიპოვა და იურიდიულ სფეროში სამთვიანი კვლევის ჩასატარებლად მიემგზავრება უნივერსიტეტში პარიზი 2 პანთეონ-ასასი.

> ალექსანდრე ხოშტარია, რომელმაც სტიპენდია მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპანია სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და სილქნეტის ერთობლივი სტიპენდია სტუდენტს პარი-საკლეს კვლევით ლაბორატორიაში სამთვიანი პროფესიული სტაჟირების გავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდიანტს გამარჯვება პერსონალურად მიულოცა სილქნეტის  კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ქნ-მა ლიკა მეტრეველმა.

Leave a Reply

Your email address will not be published.