FLE სტაჟირება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, საქართველოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას 2021-2022 სასწავლო წლებისთვის.

სტაჟიორის ფუნქციები:

  • ფრანგული ენის სწავლება ტურიზმის სამაგისტრო პროგრამისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის.
  • ფრანგული ენის სწავლება მულტიდისციპლინარული სტუდენტური ჯგუფებისათვის, უნივერსიტეტის ფრანკოფონიის გაძლიერების და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების პოტენციური მიღების მიზნით.
  • AUF-ის მიერ გამოცხადებული პროგრამების ფრანგულენოვანი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის გაცნობა.
  • პროფესორ-მკვლევართა და სტუდენტთა საზოგადოების წახალისება უნივერსიტეტის ფრანგულენოვან ღონისძიებებში და AUF-ის პროექტებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
  • რეგულარული ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

• ფრანგული ენა – მშობლიური

• პედაგოგიური და ციფრული უნარები;

• ორგანიზაციული და პიროვნული უნარები;

• ფრანგული ენის ცოდნა ტურიზმისთვის ჩაითვლება უპირატესობად.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 9 თვე

დაწყების თარიღი: 2021 წლის 1 ოქტომბერი

ანაზღაურება: ყოველთვიური ანაზღაურება (500 ევრო ყოველთვიურად + უფასო საცხოვრებელი უნივერსიტეტის რეზიდენციაში + ბილეთი და დაზღვევა)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ივლისი

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: david.teurtrie@expertisefrance.fr;

Leave a Reply

Your email address will not be published.