კონკურსი #Erasmusdays


წელს, ერასმუსის დღეების (#Erasmusdays) ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაიმართება 2021 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე, საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვენიის კამპუს ფრანსის ბიურომ, ერასმუს+ ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით გაიმართება ფოტოგრაფიის კონკურსი. 

თუ მონაწილეობა გაქვს მიღებული ერასმუს+ მობილობის პროგრამაში საფრანგეთში ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ან მუშაობის განმავლობაში, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

კონკურსის წესები მარტივია : გამოგვიგზავნე მობილობის განმავლობაში საფრანგეთში გადაღებული ერთი ფოტო წარწერის თანხლებით ფრანგულ ენაზე. რა ფორმის უნდა იყოს წარწერა? მასში გამოყენებული სიტყვებიდან შვიდი უნდა იწყებოდეს სიტყვის ERASMUS შემადგენელი ასო-ბგერებით ისეთი რიგითობით, რომ მათი თანმიმდევრობით დალაგებით მივიღოთ აღნიშნული სიტყვა. ფრაზების ფორმირებაში არანაირი შეზღუდვა არ გაქვს.მაგალითი : E comme Exceptionnel, parce que …, R comme Riche, parce que …., A comme ……
ან კიდევ :  Époustouflant, Renversant…..

ფოტოსა და წარწერის გამოსაგზავნად დრო გაქვს 1 ოქტომბრის შუაღამემდე, შემდეგ მისამართზე : campusfrancegeorgie@gmail.com

გამარჯვებული დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით – 400€ ღირებულების ვაუჩერით თვითმფრინავის ორმხრივ ბილეთზე საფრანგეთის მიმართულებით !
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ჩვენს პარტნიორ ტურისტულ სააგენტო ,,პრომეთეაში’’. 

მაშ, ნუღარ ყოყმანობ 🙂

დამატებითი დეტალებისთვის გაეცანი კონკურსის რეგლამენტს.



Leave a Reply

Your email address will not be published.