ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის უფასო კურსს 2021-2022 წლისთვის (ნოემბერი-ივნისი). კურსს გაუძღვება ფრანგული ენის (ფრანგული, როგორც უცხო ენა – FLE) მასწავლებელი, საბრინა ფაგე, ფრანგულ ენაზე საუნივერსიტეტო სწავლების მხარდაჭერის ფარგლებში.

დონეები:

ჯგუფი 1. (მოთხოვნა: A1 დონე)

ჯგუფი 2. (მოთხოვნა: A2 დონე)

კურსი დაიწყება 13 ნოემბერს

ადგილი: ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე-5 კორპუსი

განრიგი: ყოველ შაბათს 15:00-16:30 (A2 დონე), ყოველ შაბათს 16:30-18:00 (B1 დონე)

როგორ დავრეგისტრირდეთ?გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კანდიდატურა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nestan.talakhadze@fgu.ge

• სახელი და გვარი

• ელ. ფოსტა

• ტელეფონის ნომერი

• პასპორტის ასლი

• უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი

• დონე ფრანგულ ენაში (სერთიფიკატი, არსებობის შემთხვევაში)

კანდიდატურების გადარჩევა მოხდება თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. ოფიციალური შედეგი გეცნობებათ ელ. ფოსტის მეშვეობით.

კანდიდატურის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ნოემბერი.

Leave a Reply

Your email address will not be published.