„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“

2022 წლის 13 აპრილს ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით გამართა ონლაინ კონფერენცია „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“. კონფერენცია წაიკითხა პასკალ კოშიმ, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი, სიანს პო-ს (Sciences Po Paris) ასოცირებული პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კომიტეტის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების ისტორიის სპეციალისტი.

კონფერენცია გახსნეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ. მოხსენებას მოდერაციას უწევდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი დავიდ ტერტრი.

ეს კონფერენცია გაიმართა იმ დროს, როდესაც ახალი დასრულებული იყო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. მთავარი საკითხი ეხებოდა იმის უკეთ გამორკვევას, თუ რა გავლენა იქონია საარჩევნო შეთავაზებების გარდაქმნამ, გამოკითხვებმა, მაგრამ ასევე ჯანდაცვის და მისმა თანმდევმა პოლიტიკურმა კრიზისებმა ფრანგი ხალხის არჩევანის ჩამოყალიბებაზე.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი:

Leave a Reply

Your email address will not be published.