“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”

2022 წლის 6 ივლისს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟულიენ ვერკეისთან, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრის თემა გახლდათ “უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”.

შეხვედრა გაიმართა ფრანგულ ენაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

ჟულიენ ვერკეი არის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო და ინსტიტუციონალური ეკონომიკის სპეციალისტი. იგი იკვლევს პოსტ-საბჭოთა სივრცეს, ეკონომიკურ განვითარებას და  ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მდგომარეობას. ჟიულიენ ვერკეის გამოაქვეყნებული აქვს ნაშრომები: “განვითარებადი ქვეყნები. ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი… ეკონომიკური ცვლილებები, კრიზისები და ახალი გამოწვევები” გამომცემლობა ბრეალი (Bréal, 2015) და “რუსეთის პოლიტიკური ეკონომიკა, 1918-2018”, გამომცემლობა სეი (Le Seuil 2019).



Leave a Reply

Your email address will not be published.