ფქუ-ს ფონდი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდის საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი დიეგო კოლასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფონდი ხელს უწყობს ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. ის ასევე მონაწილეობს ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციასა და კომუნიკაციაში, მხარს უჭერს ფრანგი პროფესორების საქართველოში ჩამოსვლას და ფქუ–ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

ფონდის დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე:

ანგარიში ლარში

ანგარიში ევროში

ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ევა ბერტრანი: ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, eva.bertrand@fgu.ge 

ნატო ჭუჭულაშვილი: ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის თანაშემწე–კომუნიკაციების მენეჯერი, nato.chuchulashvili@fgu.ge

Leave a Reply

Your email address will not be published.