Author: admin2

Home / admin2
August 12, 2022May 5, 2023Post

ფქუ-ს ფონდი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდის საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი დიეგო კოლასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფონდი ხელს უწყობს ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში....

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”
August 2, 2022August 2, 2022Post

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”

2022 წლის 6 ივლისს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟულიენ ვერკეისთან, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრის თემა გახლდათ “უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”. შეხვედრა გაიმართა ფრანგულ ენაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ჟულიენ ვერკეი არის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო...

„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“
April 15, 2022April 15, 2022Post

„საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“

2022 წლის 13 აპრილს ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა ილიას უნივერსიტეტთან და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით გამართა ონლაინ კონფერენცია „საფრანგეთის პოლიტიკური სურათი არჩევნების წელს“. კონფერენცია წაიკითხა პასკალ კოშიმ, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი, სიანს პო-ს (Sciences Po Paris) ასოცირებული პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კომიტეტის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების ისტორიის სპეციალისტი. კონფერენცია გახსნეს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში...

“საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი”, 2022 წლის 25 მარტი
March 28, 2022March 28, 2022Post

“საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი”, 2022 წლის 25 მარტი

2022 წლის 25 მარტს გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა“ (ორმაგი ხარისხის პროგრამა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ლიონ 2-ის უნივერსიტეტი) პირველი წლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონფერენცია-სპექტაკლი „საქართველო, კულტურათა გზაჯვარედინი“, ფესტივალის „Villeurbanne Capital Française de la Culture 2022“ ფარგლებში. კონფერენცია გახსნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა (ვიდეოკონფერენცია). სტუდენტებმა წარადგინეს საქართველო და მისი მდიდარი კულტურული...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ დიპლომების გადაცემის ცერემონია
February 7, 2022February 7, 2022Post

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ დიპლომების გადაცემის ცერემონია

2022 წლის 2 თებერვალს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის (რენე 1-ის უნივერსიტეტი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საბაკალავრო პროგრამის „კვების ტექნოლოგიები“ პირველი დიპლომების გადაცემის ცერემონიას. ბატონმა დიეგო კოლასმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს მიულოცეს ეს დიდი წარმატება და მათ დიპლომები გადასცეს. სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება ასევე მიულოცეს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის...

ფრანგული ენის კურსები 2021-2022
November 2, 2021January 11, 2022Post

ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის უფასო კურსს 2021-2022 წლისთვის (ნოემბერი-ივნისი). კურსს გაუძღვება ფრანგული ენის (ფრანგული, როგორც უცხო ენა – FLE) მასწავლებელი, საბრინა ფაგე, ფრანგულ ენაზე საუნივერსიტეტო სწავლების მხარდაჭერის ფარგლებში. დონეები: ჯგუფი 1. (მოთხოვნა: A1 დონე) ჯგუფი 2. (მოთხოვნა: A2 დონე) კურსი დაიწყება 13 ნოემბერს ადგილი: ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე-5...

კონკურსი #Erasmusdays
September 6, 2021September 6, 2021Post

კონკურსი #Erasmusdays

წელს, ერასმუსის დღეების (#Erasmusdays) ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაიმართება 2021 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე, საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვენიის კამპუს ფრანსის ბიურომ, ერასმუს+ ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით გაიმართება ფოტოგრაფიის კონკურსი.  თუ მონაწილეობა გაქვს მიღებული ერასმუს+ მობილობის პროგრამაში საფრანგეთში ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ან მუშაობის განმავლობაში, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! კონკურსის წესები მარტივია : გამოგვიგზავნე მობილობის...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში
July 27, 2021July 27, 2021Post

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის 5-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის გლობალურ სტუდენტური ლიგის (UNWTO Students’ League) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. სამეცნიერო პროექტი მოამზადა და წარადგინა ქეთი გზირიშვილმა, გვანცა ხოსიაშვილმა, ნათია გოგუაძემ, მაია ამბარცუმოვამ და ია მიქიაშვილმა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 1000 სტუდენტი მსოფლიოს თითქმის ყველა...

FLE სტაჟირება
July 7, 2021July 7, 2021Post

FLE სტაჟირება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, საქართველოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას 2021-2022 სასწავლო წლებისთვის. სტაჟიორის ფუნქციები: ფრანგული ენის სწავლება ტურიზმის სამაგისტრო პროგრამისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის. ფრანგული ენის სწავლება მულტიდისციპლინარული სტუდენტური ჯგუფებისათვის, უნივერსიტეტის ფრანკოფონიის გაძლიერების და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების პოტენციური მიღების მიზნით. AUF-ის მიერ გამოცხადებული...

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში
June 23, 2021June 23, 2021Post

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

2021 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს. ბატონმა ელჩმა სტიპენდიანტებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა. სტუდენტებს წარმატება ასევე მიულოცეს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ქნ-მა ნინო ჭელიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ქნ-მა რუსუდან ჯობავამ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბ-ნმა...

  • 1
  • 2