შეხვდი მომავალს

კომპიუტერული მეცნიერებები

line-middle

                                                         

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პარიზ 8

 საბაკალავრო პროგრამა

თუ შენ:

  • გინდა იცოდე როგორ კეთდება აპლიკაციები
  • როგორ იქმნება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები
  • გიყვარს ტექნოლოგიები და გინდა რომ შენ თვითონ ქმნიდე ინოვაციურ აპლიკაციებს

მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის!

პროგრამის შესახებ

ეს არის პარიზის მერვე უნივერსიტეტის ( Paris 8) მიერ შეთავაზებული კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში ყველა მსურველს საუკეთესო ფრანგულ განათლებას და ორმაგ დიპლომს ჰპირდება.

 პროგრამა მთელი თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით განკუთვნილია სტუდენტთა ფართო მასებისთვის, სასწავლო პროგრამა იძლევა საბაზისო ცოდნას ინფორმატიკოსებისთვის.
პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი შეძლებს შექმნას პროგრამები, ალგორითმები, აპლიკაციები და სწრაფად აითვისოს პროგრამირების ახალი ენა.

ამ ფაკულტეტის ყველა სტუდენტი შეიძენს ინფორმატიკული სისტემების გაღრმავებულ ცოდნას, აიმაღლებს ზოგად საგანმანათლებლო დონეს და ასევე დაეუფლება სხვა მეცნიერებების – კონკრეტულად კი მიიღებს მათემატიკის ღრმა და საფუძვლიან ცოდნას.

სწავლება მოიცავს ფუნდამენტური ინფორმატიკის ყველა ასპექტს:

  • ხელოვნური ინტელექტი
  • გრაფიკული პროგრამირება
  • პარალელური ალგორითმები
  • ქსელები
  • დიზაინი

პროგრამის შინაარსი მოიცავს ინფორმატიკის უახლეს მიღწევებს და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია, რაც სტუდენტს დაეხმარება მზად იყოს ტექნოლოგიების მომავალი ევოლუციისათვის.

 

სწავლება

სწავლება ხორციელდება კრედიტების ევროპული სისტემის თანახმად და სრულ შესაბამისობაშია პარიზი 8-ის ლისანსის პროგრამასთან.

პროგრამა მოიცავს ფუნდამენტურ მეცნიერებებს (მათემატიკა, ლოგიკა), ინფორმატიკას და ენის სალექციო კურსებს (ფრანგული, ინგლისური).

სწავლების უდიდესი ნაწილი ხორციელდება პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით, უშუალოდ კომპიუტერებთან.

 

მიღება

მიღება ხორციელდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 1 კურსის დამთავრებისა და სტუდენტის CV-ის განხილვის შედეგად (სტუდენტს საშუალება  ექნება შეიცვალოს ფაკულტეტი/უნივერსიტეტი მობილობის პროგრამის ფარგლებში).

 

ვინ გასწავლის?

ლექციებს კითხულობენ ქართველი და უცხოელი პროფესორები.

უცხოელი პროფესორები წარმოდგენილნი არიან შემდეგი უნივერსიტეტებიდან:

  • უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი);
  • ინალკო (აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი, საფრანგეთი)
  • ვერსალ-სენ-კანტენის უნივერსიტეტი (საფრანგეთი);
  • პარიზი 13 (საფრანგეთი);
  • სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
  • ბეირუთის სენ ჟოზეფის უნივერსიტეტი (ლიბანი).

საქართველოს უნივერსიტეტებიდან:

  • თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

* სტუდენტთა უმრავლესობა ქართველები არიან, მაგრამ მეზობელი ქვეყნების სტუდენტების მიღებისათვის ბარიერი არ არსებობს. დღეისათვის ინსტიტუტს კურსდამთავრებულთა 10 ნაკადი ჰყავს. მათ შორის 45% -მა სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში, საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყნებში, მათი 15 %  სწავლა პარტნიორების მიერ იქნა დაფინანსებული.

 

დიპლომი

პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ( PARIS 8 ) ინფორმატიკის ლისანსის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი.

 

ფაკულტეტის ასარჩევი კოდი: 0010118

პროგრამა აკრედიტირებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სწავლება ხორციელდება ქართველ და ფრანგ მასწავლებელთა შერეული გუნდის მიერ. ლექციები შედგება მთავარი, სალექციო და პრაქტიკული კურსებისგან.

შეხვდი მომავალს  – MEET THE FUTURE

WWW.FGU.GE