შეხვდი მომავალს

კვების ტექნოლოგია

 

წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში

უნივერსიტეტი რენე 1- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

line-middle

დიპლომის ტიპი: პროფესიული ბაკალავრის ხარისხი / ორმაგი ხარისხი

 

აღწერა

საქართველოს ყველის და რძის ტრანსფორმაციის გზით მიღებული სხვა პროდუქტების დიდი ტრადიცია აქვს. მათი უმეტესობა, ქვეყნის სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა მეთოდით მზადდება, მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპორტის პერსპექტივების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რამდენიმე საწარმო ახლა სამრეწველო პროდუქციას სთავაზობს ბაზარს. რძის ინდუსტრიის ასეთ ინდუსტრიალიზაციას მოჰყვება სირთულეები საკვების ხარისხის, უსაფრთხოების, ეკონომიკური ოპტიმიზაციის, კანონიერ ნორმებთან და ახალი რძის პროდუქტების მოთხოვნასთან მიმართებაში, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა 2014 წლის სექტემბერში. რძის პროდუქტების ინდუსტრია საჭიროებს კვალიფიციურ მუშაკებს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც გლობალური სასემინარო აქტივობების მართვა, ისე გუნდებთან მუშაობა.

ბაკალავრის ეს ხარისხი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის იმ კომპეტენციების შეძენას, რაც მათ სჭირდებათ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად, რძის პროდუქტების შესახებ მათი ცოდნის და ოსტატობის ამაღლების გზით და იმ გადამწყვეტი ცოდნის გადაცემით, რომელიც გამოადგებათ უშუალო მენეჯერული პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, ეს ხარისხი სტუდენტებს ამზადებს კერძო სექტორში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში სამუშაოდ; რძის მწარმოებელი კომპანიებში, ყველის მწარმოებელი ქარხნებში, რძის შემგროვებელი კოოპერატივებში,  ლაბორატორიებში, გეოგრაფიული აღნიშვნის სერტიფიცირების სისტემებში, რძის და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ასოციაციებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასთან აფილირებული სააგენტოებში.

პროგრამა, რომელიც ისწავლება საქართველოში, ეფუძნება რენის პირველ უნივერსიტეტში – IUT de Saint Brieuc უკვე არსებულ, დანერგილ პროგრამას. შესაბამისად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტეის ამ პროგრამაში ჩართვით, სტუდენტები გაივლიან ზუსტად იმავე პროგრამას, რასაც სწავლობენ ფრანგი სტუდენტები, პირდაპირ საქართველოში და ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ფორმით.

პროგრამაში შესულია ერთი სავალდებულო სტაჟირება, იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ პირველადი პროფესიული გამოცდილება, კურსის დასრულების შემდეგ, შრომით ბაზარზე შესვლის შესამსუბუქებლად. სტაჟირების განმავლობაში, სტუდენტი დაწერს თეზისის ანგარიშს, რომელსაც დაიცავს ჟიურის წინაშე, პროგრამის დასასრულებლად.

 

პროგრამის სტრუქტურა

პირველი კურსი – ზოგადი პროგრამა კვების ტექნოლოგიაში, ჩატარებული სტუ-ს მიერ http://gtu.ge/Agro/Edu-Programs/Bachelor/sasursato%20teqnologia.pdf

მეორე კურსი – ზოგადი პროგრამა კვების ტექნოლოგიაში, ჩატარებული სტუ-ს მიერ http://gtu.ge/Agro/Edu-Programs/Bachelor/sasursato%20teqnologia.pdf

მესამე კურსი – პროგრამის მესამე კურსის განმავლობაში, სტუდენტები ეცნობიან რძის პროდუქტების მენეჯმენტის სპეციალიზაციასთან დაკავშირებულ რამდენიმე საგანს, ინგლისურ ენაზე, საბოლოო წლისთვის მომზადების მიზნით, რომელიც სრულად ინგლისურად იქნება წარმოდგენილი და დაეთმობა რძის პროდუქტების სპეციალობას.

მეოთხე კურსი პროგრამის ბოლო წელი შედგება 32 ECTS ქულისგან, რომლებიც ეთმობა სავალდებულო სპეციალობის საგნებს, 8 ECT ქულა განაწილებულია პირად, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე, ხოლო 20 ECTS ქულა ინდუსტრიულ პრაქტიკას აქვს. ინდუსტრიული პრაქტიკის გავლა შესაძლებელია რძის საწარმოებში, ყველის მწარმოებელ მცირე კომპანიებში, ჰიგიენისა და ხარისხის კონტროლის ორგანიზაციებში და სხვაგან.

 

მეოთხე კურსის შემადგებლობა:


მოდული 1: ჰარმონიზაცია და განახლება (გამოყენებითი სტატისტიკა, ერთეულები და კონვერსიები, ინტერნეტ ტექნოლოგიები, დოკუმენტაციის მიდგომა და მონიტორინგი)

მოდული 2: საწარმოს და მისი გარემოცვის ცოდნა, გუნდის წარმართვის და ცოდნის გაზიარების უნარი

2.1 საწარმოს ცოდნა (რძის მრეწველობის შესწავლა, საწარმოს ეკონომიკა)  

2.2 მენეჯმენტი (ადამიანური რესურსები, იერარქიული ხაზი, საკანონმდებლო რეგულაცია, სოციალური პირობები)

2.3 კომუნიკაცია პროფესიონალურ გარემოში (ადამიანური რესურსები, ვიზუალური კომუნიკაცია, მონაწილეობითი მართვა, კონფლიქტების მართვა, პროფესიული ინგლისური კომუნიკაცია)

მოდული 3: ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ცოდნა რძის მრეწველობაში

3.1 რძე და გარდაქმნა (მოსამზადებელი სამუშაოები, რძის გარდაქმნის მთავარი ხაზები)

3.2 რძე, ნაირსახეობები და ახალი პროდუქტები (თანაპროდუქტების მენეჯმენტი, ახალი ყველის წარმოება, ტექნოლოგიური გადაცემის კონტროლი)

3.3 რძის კონცენტრაცია, გაშრობა და სუბპროდუქტები

3.4 რძის ცხიმის წარმოება

3.5 რძის შემადგენლობის და ფუნქციონალობის ცოდნა და კონტროლი

მოდული 4: გლობალური წარმადობის მენეჯმენტი

4.1 წარმადობის ფაქტორების შესწავლა და კონტროლი (მიკრობიოლოგია, ქიმია, სენსორული ანალიზი, რეოლოგია)

4.2 პროექტის მენეჯმენტი (მეთოდოლოგია, საწარმოს მშენებლობა)

4.3 წარმადობის გაზომვა (წარმოების მართვა, კომპიუტერულიზებული წარმოების ინჟინერია და სხვა)

4.4 დაგეგმვა და განრიგის შემუშავება

4.5 გლობალური წარმადობის მენეჯმენტი

მოდული 5: პროექტის ხელმძღვანელობა (სასწავლი პროექტი)

მოდული 6: სამუშაო გამოცდილება

16 კვირასტუდენტმა უნდა შეიმუშავოს ფინალური პროფესიული ანგარიში და დაიცვას ის ჟიურის წინაშე პროექტის საბოლოო გამოცდის სახით.

 

სწავლების მეთოდები

ბაკალავრის ხარისხის მეოთხე წლის განმავლობაში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ დაკულტეტზე, როგორც ქართველი, ისე რენის პირველი უნივერსიტეტის ფრანგი პროფესორების მიერ. პირველი ორი კურსის განმავლობაში, სწავლება მიმდინარეობს ქართულად, მესამე კურსზე – ქართულად და ინგლისურად და ბოლო, მეოთხე კურსის განმავლობაში -მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

 

პროფესიული გამოცდილება

პროგრამის დასასრულებლად, სტუდენტები 16 კვირას გაატარებენ პროფესიულ გარემოში და სტაჟირების ანგარიშის საბაკალავრო ნაშრომად ჩამოყალიბებაში, რაც 20 ECTS ქულით შეფასდება. კურსის დასრულებამდე მიღებული ეს პირველი სამუშაო გამოცდილება გააძლიერებს სტუდენტების პროფილს სამუშაო ბაზარზე შესვლისთვის.

 

მოთხოვნები

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის B2 დონეს, მეოთხე კურსის დაწყებამდე. ენის ცოდნა დადასტურდება ან სერტიფიცირებული ინსტიტუციის სერტიფიკატით, როგორიცაა TOIEC, IELTS, ან სტუ-ს მიერ ჩატარებული ტესტების შედეგებით.

 

სწავლის საფასური

ორმაგი ხარისხის სტუდენტები სტუ-ში ისწავლიან პროგრამის ოთხი წლის განმავლობაში.
სტუდენტები მიიღებენ მხარდაჭერას სტიპენდიების სახით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში.

სტუდენტები, რენის პირველ უნივერსიტეტში ირიცხებიან პროგრამის ბოლო კურსის პარალელურად.

რენის პირველ უნივერსიტეტში, სწავლის გადასახადი შეადგენს 2770€/წელიწადში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტებისთვის, რენის პირველი უნივერსიტეტის გადასახადი შეადგენს მხოლოდ 180€/წელიწადში.

 

მობილობა

მობილობა არაა სავალდებულო პირობა პროგრამის დასასრულებლად. შესაბამისი წინაპირობების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ სასურველი მობილობის სქემაში ჩართვა სტუ-ს ადმინისტრაციის დახმარებით. მობილობა არ დაიშვება სწავლის მეოთხე კურსის დროს.

 

უწყვეტი განათლება

პროფესიული სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ასევე დაიშვებიან პროგრამის მათთვის სასურველ მოდულებზე და შეუძლიათ პროგრამის კურსდამთავრებულის სტატუსის მოპოვება. ამ კონკრეტული ტიპის ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდს შეუძლია იმ ელემენტების და დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ადასტურებს უკვე შეძენილი პროფესიული გამოცდილების ექვივალენტობას, პროგრამის კომპონენტებთან.

 

კურსის დამთავრება

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორ ხარისხს: ერთ ბაკალავრის ხარისხს სტუ-სგან (240 ECTS ქულა) და ერთ ხარისხს ‘Licence Professionnelle’ (პროფესიული საბაკალავრო ხარისხი 60 ECTS ქულა) რენის პირველი უნივერსიტეტიდან. ორივე ხარისხი აღიარებულია და ხელმისაწვდომს ხდის სამაგისტრო პროგრამებს (მაგისტრის დონე) ევროპაში და ყველა იმ საერთაშორისო უმაღლესი განათლების ინსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს.