Category: <span>Uncategorized @ge</span>

Home / Uncategorized @ge
August 12, 2022May 5, 2023Post

ფქუ-ს ფონდი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდის საბჭოს თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი დიეგო კოლასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფონდი ხელს უწყობს ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში....

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”
August 2, 2022August 2, 2022Post

“უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”

2022 წლის 6 ივლისს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟულიენ ვერკეისთან, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტთან. შეხვედრის თემა გახლდათ “უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები ევროკავშირის თვალთახედვით”. შეხვედრა გაიმართა ფრანგულ ენაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ჟულიენ ვერკეი არის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის პროფესორი, საერთაშორისო...

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში
June 23, 2021June 23, 2021Post

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

2021 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს. ბატონმა ელჩმა სტიპენდიანტებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა. სტუდენტებს წარმატება ასევე მიულოცეს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ქნ-მა ნინო ჭელიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ქნ-მა რუსუდან ჯობავამ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბ-ნმა...

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2020 წლის 23 ოქტომბერი
October 28, 2020October 28, 2020Post

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2020 წლის 23 ოქტომბერი

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის “ტურიზმი” გახსნის ცერემონია (თსუ-ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი). ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ამ პროგრამას...