რა ენაზეა სწავლა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში?

FGU-ში სწავლა 3 ენაზე წარიმართება, ქართულად და ინგლისურად, ან ქართულად და ფრანგულად. სწავლების ენა განსხვავებულია სასწავლო პროგრამების მიხედვით.

ფრანგულ – ქართულ ენაზე წარიმართება:

  • კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა
  • ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამაგისტრო პროგრამა

ინგლისურ ქართულ ენაზე :

  • კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა
  • მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო პროგრამა

რამდენია ბარიერი რომ მობილობით გადმოვიდეს სტუდენტი სხვა უნივერსიტეტიდან? (სკალირებული ქულა?)

ბარიერი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში მობილობით ჩასარიცხად წინასწარ განსაზღვრული არ არის. დაინტერესებულმა კანდიდატმა მობილობის პერიოდში, რომელიც წელიწადში ორჯერ ცხადდება, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საიტზე უნდა გაიაროს სპეცილური პროცედურა, https://eqe.ge/geo/static/41/Students-Mobility/rules

რამდენია ბარიერი ენოვნულ გამოცდებზე, ანუ რამდენი ქულით შეუძლია სტუნდეტს რომ მოხვდეს FGU-ში?

ბარიერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ფრანგულ- ქართულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად საკმარისი ქულების რაოდენობა დამოკიდებულია კონკურენციაზე, განაცხადების რაოდენობასა და მისაღებ კონტიგენტზე.

რა ღირს საბაკალავრო პროგრამა FGU-ში?

ქართულ- ფრანგულ უნივერსიტეტში ჩარიცხული თოთოეული სტუდენტი საქართველოს მთავრობისაგან ორმაგ სასწავლო გრანტს მიიღებს, რაც სრულიად ფარავს სწავლის საფასურს.

რა ღირს სამაგისტრო პროგრამა FGU-ში?

ქართულ- ფრანგულ უნივერსიტეტში ჩარიცხული თოთოეული სტუდენტი საქართველოს მთავრობისაგან ორმაგ სასწავლო გრანტს მიიღებს, რაც სრულიად ფარავს სწავლის საფასურს.

დაემატება თუ არა რამე სამაგისტრო ან საბაკალავრო სპეციალობა ახლო მომავალში?

დიახ, სამომავლოდ განსაზღვრულია სხვა სპეციალობების დამატება.

როგორ ხდება ჩარიცხვა FGU-ში, ანუ სტუნდენტმა როგორ უნდა აირჩიოს FGU (eqe-დან იგულისხმება)

სტუდენტს შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის გავლისას, პროგრამების ჩამონათვალში ჩამონათვალში აირჩიოს FGU- ს პარტნიორი უნივერსიტეტების, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრანგული პროგრამები. აგრეთვე, მათ შეუძლიათ გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შეცვალონ არჩევანი, მას შემდეგ რაც FGU-ს პროგრამები დაემატება ერთიან სიას.

რამდენი წელია სწავლა ბაკალავრზე და მაგისტრატურაზე?

სამაგისტრო პროგრამები 2 სასწავლო წელს და 4 სემესტრს მოიცავს, რაც შეეხება საბაკალავრო პროგრამებს, ქართული და ფრანგული პროგრამები ერთობლივად 4 აკადემიურ წელს მოიცავს.

აქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები და სად ზუსტად, როგორც ბაკალავრზე, ასევე სამაგიტრო პროგრამაზე

როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ისარგებლებენ გაცვლითი პროგრამებით საფრანგეთში პარტნიორ უნივერსიტეტბსა და სტაჟირებების პროგრამებით.

სად არის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კამპუსი?

FGU-ს ძირითადი ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედება და ექნება წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ერთი ძირითადი კორპუსი და შენობა არ არის გათვალისწინებული.

აქვს თუ არა დასაქმების პროგრამები და სად?

ფრანგულ – ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ძირითადი მიზანი სამუშაო ბაზარზე არსებული კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრაა კონკრეტულ მიმართულებებში. სასაწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკებსა და სტაჟირებებს და დამსაქმებლებთან და კერძო უშუალო ურთიერთობას. დამსაქმებლები წარმოდგენილი იქნებიან პარტნიორი ქართული, ფრანგული და საერთაშორისო კომპანიები თუ საჯარო სექტორი.

ლექტორები ქართველები იქნებიან თუ უცხოელები?

FGU-ში სასწავლო პროცესს გაუძღვებიან როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეული ფრანგი ლექტორები.

არის თუ არა FGU-ში ვაკანტური ადგილები აკადემიურ თანამდებობებზე?

არა, ვინაიდან სალექციო კურსებს პარტნიორი, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი წარუძღვება.

აუცილებელია თუ არა ფრანგულის ან ინგლისური ენის ცოდნა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად?

იმის მიხედვით თუ რომელ პროგრამას შეარჩევს სტუდენტი და რა ენაზე წარიმართება სასწავლა პროცესი, სტუდენტს მოეთხოვება ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა.

ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ რა საფეხურების გავლა უწევს სტუდნეტს FGU-ში სასწავლებლად, არის თუ არა შიდა გამოცდა ან გასაუბრება და რა კრიტერიუმებია?

პროგრამაზე ჩასარიცხად, სპეცილობების მიხედვით განსხვავებული შიდა პროცედურები იქნება. ძირითადად კი, ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ, სტუდენტთა შერჩევა ქართულ და ფრანგულ შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შედეგად მოხდება.

გაქვთ სხვა დამატებითი შეკითხვა? 
დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ნომერზე და პირადად გაესაუბრეთ ჩვენს კოორდინატორს 
 
ტელ: (+995)  511 164 012