შეხვდი მომავალს

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განათლებაში

line-middle

ფქუ საფრანგეთის და საქართველოს მთავრობების მიერ განხორციელებული პროექტია.

2017 წლიდან, საფრანგეთის მთავრობა ხელს უწყობს ფრანგი პროფესორების ვიზიტებს საქართველოში, რაც საშუალებას აძლევს მათ, იმუშავონ ამ პროექტზე და ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად, შეიმუშავონ საპილოტე პროგრამები ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისთვის. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი მისდევს საქართველოს პარლამენტის სტრატეგიას, საქართველო აქციოს მაღალი ხარისხის განათლების რეგიონულ ცენტრად, ფრანგული მაღალი ხარისხის განათლების პირდაპირ საქართველოში ჩამოტანით. საფრანგეთის საელჩო უშუალოდ იყო ჩართული პროექტის განვითარებაში, რომელიც მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში.

საქართველოს მთავრობის მოთხოვნების შესაბამისად, მოხდეს ქართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და ქართულ უნივერსიტეტებს გაეწიოს მხარდაჭერა, უკეთესი შეთავაზებების გაცემასა და პროფესიონალებზე არსებული მსოფლიო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებაში, ფქუ-ს პარტნიორები, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად მუშაობდნენ შესაბამისი პროგრამის შესარჩევად; ისეთ სფეროებში, სადაც ერთის მხრივ, იდენტიფიცირდა საქართველოს საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ, მნიშნველოვანი როლი ექნებოდა საფრანგეთის გამოცდილებას: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ღვინო და ენოლოგია ფრანგული ოსტატობის სფეროებია, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წყალობით მიეწოდება.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, პროექტის შედგენის დროს, კოორდინირებას უწევდა კომუნიკაციას ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ისევე როგორც კერძო სექტორის ჩართულობას, პროფესიული გამოცდილების უზრუნველყოფაში.