საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ- ქართული უნივერსიტეტის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი “მოლიერი”
ფონდი “მოლიერი” არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფრანგული ენის სწავლებისა და ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდს 2012 წლიდან, მისი შექმნიდან მოყოლებული, ხელმძღვანელობს ბატონი ჟაკ ფლორი. თავდაპირველად ქართულ სკოლებში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ფონდის წარმატებამ განაპირობა მისი მისიების გაფართოება, რაც მოიცავს ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას. ფონდის დირექტორთა საბჭო შედგება საქართველოში არსებული ფრანგული დაწესებულებების რამდენიმე წარმომადგენლისგან; მათ შორისაა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ბატონი დიეგო კოლასი და კულტურული მრჩეველი – ბატონი პიერ კლუე.
მოლიერის ფონდი ხელს უწყობს ორმაგი ხარისხის პროგრამების დანერგვას ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. ის ასევე მონაწილეობს ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის პოპულარიზაციასა და კომუნიკაციაში, მხარს უჭერს ფრანგი პროფესორების საქართველოში ჩამოსვლას და ფქუ–ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.
ფონდის დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
დავიდ ტერტრი: ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, david.teurtrie@fgu.ge
ნესტან ტალახაძე: ფრანგულ–ქართული უნივერსიტეტის თანაშემწე–კომუნიკაციების მენეჯერი, nestan.talakhadze@fgu.ge