შეხვდი მომავალს

მართვა და აკრედიტაცია

line-middle

საქართველოში ყოფნის პარალელურად, სტუდენტები გადიან ფრანგული პარტნიორი უნივერსიტეტების იდენტურ პროგრამებს. მობილობა საფრანგეთში არაა სავალდებულო, თუმცა შესაძლებელია ორმაგი ხარისხის თითოეულ პროგრამაში, გარდა ტურიზმის სამაგისტრო ხარისხისა, რომელიც მოითხოვს სტუდენტებისგან ერთი სემესტრის გავლას ლიონში.

ორმაგი ხარისხები დაინერგა ფრანგი პროფესორების საქართველოში სამუშაო ვიზიტების ჩატარების შედეგად.

ინსტრუქციები გაიცემა ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე და განსხვავდება ხარისხების მიხედვით.

 

თითოეული პროგრამა მოიცავს საველე პრაქტიკას პროფესიულ გარემოში, რაც ითვლება ECTS ქულებში. ამ სახის პრაქტიკები და სტაჟირებები შეავსებს ლექციების დროს დაგროვილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული პროფესიული უნარებით, რაც გაზრდის სტუდენტების დასაქმების პოტენციალს. ლექციები ასევე მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებს.

ფქუ-ს ყველა პროგრამა აკრედიტებულია როგორც ფრანგულ, ისე ქართულ კანდონმდებლობასთან შესაბამისობაში.