შეხვდი მომავალს

მეღვინეობა და მევენახეობა

line-middle

მონპელიე სუპაგრო/მონპელიეს უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

დიპლომის ტიპი: მაგისტრის ხარისხიმეცნიერებათა მაგისტრი / ორმაგი ხარისხი

აღწერა:

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს მევენახეობის, ღვინის წარმოების, შეფასების და გაყიდვის სფეროებში. ეს უნარები სტუდენტს მისცემს საშუალებას, შექმნას და აწარმოოს ბიზნესი ნულიდან ბოლომდე, ვენახის მოყვანიდან, ღვინის მომხმარებლისთვის მიყიდვის ჩათვლით. სტუდენტი შეისწავლის ახალ ტექნიკებს, თანამედროვე მეთოდებს და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ვენახისა და მეღვინეობის მართვაში. პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოიმუშავონ შესაბამისი უნარები ყურძნის მოყვანის და ყურძნის ღვინოდ გადამუშავების თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად. სტუდენტები ასევე შეიძენენ ანალიტიკურ უნარებს, რომლებიც ღვინის ლაბორატორიებში გამოადგებათ, გემოს და არომატის შექმნის პროცესის სრული გააზრებისთვის.

ეს პროგრამა შემუშავდა მომავალი ოენოლოგების მოსამზადებლად ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ამ გზით, მათი დასაქმების შანსების და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. ეს პროგრამა ასევე ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, იმისთვის, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ, დააკმაყოფილონ ღვინის ინდუსტრიის უმაღლესი მოლოდინები. ფრანგულ-ქართული პროგრამა ისწავლება მაღალი დონის ფრანგი და ქართველი პროფესორების მიერ, მონპელიეს, მონპელიეს სუპაგროს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტებიდან და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოდან. აღსანიშნავია, პროგრამის მასწავლებლებს შორის არიან საერთაშორისოდ აღიარებული ოენოლოგები და პროფესორები, როგორიცაა ალან დელუარი: https://www.grapevine-paradise.com/

 

მონპელიეს უნივერსიტეტი

პროგრამის სტრუქტურა

http://gtu.ge/Agro/Edu-Programs/Magister/Viticulture%20and%20Enology_magistratura.pdf

კურსი I, სემესტრი I

  • მევენახეობა და ვენახის მართვის სისტემები
  • ღვინის წარმოება და მეღვინეობის სისტემები
  • ენოქიმია
  • მსოფლიო ღვინის ბიზნესი
  • ღვინის მიკრობიოლოგია
  • მსოფლიო ღვინოები და ღვინის წარმოების ტექნიკები ან ყურძენი და ყურძნის მოყვანის მსოფლიო რეგიონები
    კურსი I, სემესტრი II
  • ვენახების მოწყობა და მოვლა
  • საველე პრაქტიკა მევენახეობაში
  • მაჭარის და ღვინის ანალიზის მეთოდები
  • მევენახეობის და ღვინის წარმოების რეგულაციები
  • ღვინის მარკეტინგი და გაყიდვები

 

კურსი II, სემესტრი III 

  • შუშხუნა ღვინის წარმოების მეთოდები
  • ღვინის სენსორული შეფასება
  • საწარმოს პრაქტიკა მეღვინეობაში
  • ყურძნისეული გამოხდილი სპირტიანი სასმელების წარმოება

 

კურსი II, სემესტრი IV

  • სამაგისტრო ნაშრომი

 

სწავლების მეთოდები

სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე, როგორც ქართველი, ისე მონპელიეს სუპაგროს ფრანგი პროფესორების მიერ, ხარისხის მიმდინარეობის ორი წლის განმავლობაში. სწავლების ენა – ინგლისური.

 

პროფესიული გამოცდილება

პროგრამის დასასრულებლად, სტუდენტები უნდა ჩაერთონ მეღვინეობის პროფესიულ პრაქტიკაში, სწავლის მესამე სემესტრის (მეორე კურსი) განმავლობაში, რითაც ისინი მთელი კურიკულუმის 6 ECTS ქულას მოაგროვებენ.

 

მოთხოვნები

სამაგისტრო პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს სტუდენტი, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის ან ექვივალენტი აკადემიური ხარისხი და ინგლისურის ცოდნა B2 დონეზე, რასაც ადასტურებს სერტიფიკატი სპეციალურად აკრედიტებული ინსტიტუტისგან, ან უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგები. სტუდენტი ჩაირიცხება სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით (სამაგისტრო გამოცდების და სპეციალობის ინგლინურენოვანი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით). სამაგალითო ტესტები დაიდება სტუ-ს განათლების დეპარტამენტის ვებგვერდზე, გამოცდების დაწყებამდე, მინიმუმ ერთი თვით ადრე. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა გამოცდის ჩაბარების გარეშე, შესაძლოა დაშვებული იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

 

სწავლის საფასური

ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტები, პროგრამის მსვლელობის ოთხი წლის განმავლობაში, ჩარიცხული იქნებიან სტუ-ში. ისინი მიიღებენ სტიპენდიებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. სტუდენტები პარალელურად ჩაირიცხებიან მონპელიეს სუპაგროში.

 

მობილობა

მობილობა არაა სავალდებულო პირობა პროგრამის დასასრულებლად. შესაბამისი წინაპირობების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ, სასურველი მობილობის სქემაში ჩართვა სტუ-ს ადმინისტრაციის დახმარებით.

 

კურსის დამთავრება

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორ ხარისხს: ერთ ბაკალავრის ხარისხს სტუ-სგან (120 ECTS ქულა) და მეცნიერების მაგისტრის ხარისხს (120 ECTS ქულა) მონპელიეს სუპაგროსგან. ორივე ხარისხი აღიარებულია და ხელმისაწვდომს ხდის სადოქტორო პროგრამებს (PhD) ევროპაში და ყველა იმ საერთაშორისო უმაღლესი განათლების ინსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს.