შეხვდი მომავალს

ჩვენი მისია

line-middle

ჩვენ ამბიციური მისია გვაქვს:

„გავხდეთ რეგიონის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, რომელიც უმასპინძლებს და გააერთიანებს ახალგაზრდებს მთელი რეგიონიდან“

 

პროექტის მიზანია, ფრანგული და ქართული უნივერსიტეტების ჩართულობით შეიქმნას ორმაგი და გადანაცვლებული ხარისხების კოორდინირებული ნაკრები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ სახელის ქვეშ.

პროექტი შთაგონებულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფრანგული უმაღლესი განათლების და მეცნიერებების სამინისტროს მიერ, საზღვარგარეთ განხორციელებული მსგავსი პროგრამებით, როგორიცაა ფრანკო-გერმანული უნივერსიტეტი, ფრანკო-იტალიური უნივერსიტეტი და სხვა.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს საქართველოს ეკონომიკის საჭიროება, ჰყავდეს გამოცდილი, უმაღლესი და შუალედური რანგის პროფესიონალები სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან სექტორებში. ის ასევე ხელს შეუწყობს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, ქართველი სტუდენტებისთვის ფრანგული ხარისხის შეთავაზებით, გონივრულ ფასად.

 

კარგი ამბავი გვაქვს!

ახლა უკვე აღარაა საჭირო წლობით საფრანგეთში გადასახლება, ფრანგული დიპლომის მოსაპოვებლად.

ჩვენი ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა გთავაზობთ საერთაშორისოდ აღიარებულ, ორმაგი ხარისხის პროგრამებს. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ცდილობს უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი ფრანგული უმაღლესი განათლების საქართველოში ჩამოტანის დამსახურებით, შენ უკვე აღარ მოგიწევს სამშობლოს დატოვება მაღალი ხარისხის ფრანგული განათლების მისაღებად. წარმოიდგინე, ახლა შეგიძლია ფრანგულ უნივერსიტეტში სწავლა და თან – საქართველოში დარჩენა.

დარეგისტრირდი ახლავე და გაიგე მეტი ჩვენი პროგრამების სწავლების სისტემაზე, აკადემიურ პერსონალზე და გადახდის პირობებზე.