შეხვდი მომავალს

რატომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი?

line-middle

ჩვენი ამბიციაა გავხდეთ განათლებისა და კულტურის რეგიონალური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოდან და მთელი რეგიონიდან

     
     ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (ფქუ) მიზანია ფრანგულ-ქართული ორმაგი ხარისხის დიპლომის შექმნა საქართველოში, ქვეყნის ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე ორიენტირებით, როგორიცაა ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო სფერო და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები.
     ეს პროექტი შთაგონებულ იქნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანგული უმაღლესი განათლების და მეცნიერებების სამინისტროს მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული სხვა მსგავსი პროგრამებით, როგორიცაა ფრანგულ-გერმანული და ფრანგულ-იტალიური უნივერსიტეტი.
     ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, ვინაიდან ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ ორმაგი ხარისხის ფრანგული დიპლომი სრულიად ხელმისაწვდომ ფასად.
     ჩვენი ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ორმაგ ხარისხს. საქართველოში არსებული ფრანგული აკადემიური პროგრამების წყალობით, ქართველ სტუდენტებს აღარ მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის დატოვება, რათა მიიღონ უმაღლესი ევროპული განათლება.  
 

   მოკლედ ფქუ-ს შესახებ 

> ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ აიღოთ ფრანგული დიპლომი ხელმისაწვდომ ფასად და ქვეყნიდან გაუსვლელად.
> ლექციებს უძღვებიან ფრანგი და ქართველი პროფესორები – საქართველოში.
> ფქუ-ს დასრულების შემდგომ, თითოეული სტუდენტი მიიღებს ორ დიპლომს: ერთს ქართული, ერთს კი – ფრანგული უნივერსიტეტისგან.
> ფქუ ფოკუსირებულია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებზე ისეთი პროფესიონალების მომზადების მიზნით, რომელთაც ექნებათ შრომის ბაზარზე მეტად მოთხოვნადი ინტერკულტურული უნარ-ჩვევები. ამასთან, რამდენიმე ენაზე სწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა მომავალ დასაქმებას.
> ფრანგულ -ქართული უნივერსიტეტი ასევე მოიცავს პროგრამებს, რომელიც ამარტივებს საფრანგეთში გამგზავრებასა და პროფესიული სტაჟირების გავლას ქართულ თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებში.