საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. ეს არის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების, სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. წელს მას 90 წელი შეუსრულდა, თუმცა ცნობილია, რომ რეალურად სასწავლებლის სათავეები რამდენიმე წლით ადრე იწყება. ისტორიას 1917 წლამდე მივყავართ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებს შორის გამოირჩევა პრინციპულად ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელთაგან არაერთი დისციპლინათაშორისი ხასიათისაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტთან აქვს დამყარებული პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო კონტაქტები კი სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დამუშავების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. ამ მხრივ, მრავალი პროექტი ხორციელდება დიდი წარმატებით.

Leave a Reply

Your email address will not be published.