ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგული ენის კურსები 2021-2022

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის უფასო კურსს 2021-2022 წლისთვის (ნოემბერი-ივნისი). კურსს გაუძღვება ფრანგული ენის (ფრანგული, როგორც უცხო ენა – FLE) მასწავლებელი, საბრინა ფაგე, ფრანგულ ენაზე საუნივერსიტეტო სწავლების მხარდაჭერის ფარგლებში. დონეები: ჯგუფი 1. (მოთხოვნა: A1 დონე) ჯგუფი 2. (მოთხოვნა: A2 დონე) კურსი დაიწყება 13 ნოემბერს ადგილი: ჭავჭავაძის 36, თსუ-ს მე-5 კორპუსი განრიგი: ყოველ შაბათს 15:00-16:30 (A2 დონე), ყოველ შაბათს 16:30-18:00 (B1 დონე) როგორ დავრეგისტრირდეთ?გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი კანდიდატურა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nestan.talakhadze@fgu.ge • სახელი და გვარი • ელ. ფოსტა • ტელეფონის ნომერი • პასპორტის ასლი • უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი • დონე ფრანგულ...

კონკურსი #Erasmusdays

კონკურსი #Erasmusdays

წელს, ერასმუსის დღეების (#Erasmusdays) ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაიმართება 2021 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე, საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვენიის კამპუს ფრანსის ბიურომ, ერასმუს+ ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით გაიმართება ფოტოგრაფიის კონკურსი.  თუ მონაწილეობა გაქვს მიღებული ერასმუს+ მობილობის პროგრამაში საფრანგეთში ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ან მუშაობის განმავლობაში, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! კონკურსის წესები მარტივია : გამოგვიგზავნე მობილობის განმავლობაში საფრანგეთში გადაღებული ერთი ფოტო წარწერის თანხლებით ფრანგულ ენაზე. რა ფორმის უნდა იყოს წარწერა? მასში გამოყენებული სიტყვებიდან შვიდი უნდა იწყებოდეს სიტყვის ERASMUS შემადგენელი ასო-ბგერებით ისეთი რიგითობით, რომ მათი თანმიმდევრობით დალაგებით მივიღოთ აღნიშნული სიტყვა. ფრაზების ფორმირებაში არანაირი შეზღუდვა არ გაქვს.მაგალითი : E comme Exceptionnel, parce que …, R comme Riche, parce que ….,...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება UNWTO-ის საერთაშორისო კონკურსში

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის 5-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის გლობალურ სტუდენტური ლიგის (UNWTO Students’ League) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. სამეცნიერო პროექტი მოამზადა და წარადგინა ქეთი გზირიშვილმა, გვანცა ხოსიაშვილმა, ნათია გოგუაძემ, მაია ამბარცუმოვამ და ია მიქიაშვილმა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მე-7 ადგილი დაიკავა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 1000 სტუდენტი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, აზიიდან და ა.შ. მსოფლიო ტურიზმის სტუდენტური ლიგის ფარგლებში მონაწილეები უკეთ ეცნობიან ტურიზმის სექტორს, მუშაობენ რეალურ გამოწვევებზე და ეძებენ ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.

FLE სტაჟირება

FLE სტაჟირება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, საქართველოს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას 2021-2022 სასწავლო წლებისთვის. სტაჟიორის ფუნქციები: ფრანგული ენის სწავლება ტურიზმის სამაგისტრო პროგრამისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის. ფრანგული ენის სწავლება მულტიდისციპლინარული სტუდენტური ჯგუფებისათვის, უნივერსიტეტის ფრანკოფონიის გაძლიერების და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების პოტენციური მიღების მიზნით. AUF-ის მიერ გამოცხადებული პროგრამების ფრანგულენოვანი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის გაცნობა. პროფესორ-მკვლევართა და სტუდენტთა საზოგადოების წახალისება უნივერსიტეტის ფრანგულენოვან ღონისძიებებში და AUF-ის პროექტებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. რეგულარული ანგარიშების მომზადება. მოთხოვნები: • ფრანგული ენა – მშობლიური • პედაგოგიური და ციფრული უნარები; • ორგანიზაციული და პიროვნული უნარები; • ფრანგული ენის ცოდნა...

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის რეზიდენციაში

2021 წლის 21 ივნისს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბატონმა დიეგო კოლასმა უმასპინძლა ქართველ სტუდენტებს, რომელთაც საფრანგეთში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვეს. ბატონმა ელჩმა სტიპენდიანტებს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცა. სტუდენტებს წარმატება ასევე მიულოცეს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ქნ-მა ნინო ჭელიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ქნ-მა რუსუდან ჯობავამ და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორმა ბ-ნმა დავიდ ტერტრიმ. ცერემონიას ესწრებოდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებში გამარჯვებული ორი სტიპენდიანტი: > გვანცა ჩადუნელი, რომელმაც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია მოიპოვა და იურიდიულ სფეროში სამთვიანი კვლევის ჩასატარებლად მიემგზავრება უნივერსიტეტში პარიზი 2 პანთეონ-ასასი. > ალექსანდრე ხოშტარია, რომელმაც სტიპენდია მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპანია სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და სილქნეტის კომპიუტერული მეცნიერების სასტიპენდიო პროგრამა

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და სილქნეტის კომპიუტერული მეცნიერების სასტიპენდიო პროგრამა

კომპანია სილქნეტთან პარტნიორობის ფარგლებში, ფქუ გთავაზობთ სამთვიან სტიპენდიებს, რომლებიც განკუთვნილია ბაკალავრის სტუდენტებისათვის კომპიუტერულ მეცნიერებაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევრის უნივერსიტეტი / პარი–საკლე). ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს  გაიარონ პროფესიული სტაჟირება პარი-საკლეს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

სადოქტორო სტიპენდია 2021

სადოქტორო სტიპენდია 2021

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. ეს სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.  სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს.  კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: ⚫ სათანადოდ შევსებული „რეზიუმე“ (“Curriculum vitae”) და „საკვლევი პროექტი“ (“projet de recherche”) (მიბმული დოკუმენტები). ⚫ მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავიანთ გუნდში მიიღებს ქართველ დოქტორანტს სამი თვით. ⚫ პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა...

FGU-მ და AUF-მა ფრანკოფონიის ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლეს

FGU-მ და AUF-მა ფრანკოფონიის ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლეს

2021 წლის 12 მაისს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ (AUF) საქართველოში და ფრანგულ-ქართულმა უნივერსიტეტმა (FGU) უმასპინძლეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას. ჟაკ კრაბალმა (ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი), ჟან-შარლ ლუპერტომ (ევროპული მისიის ხელმძღვანელი) და ფატმირ ლეკიმ (ევროპის რეგიონის მრჩეველი) განიხილეს საუნივერსიტეტო ფრანკოფონია AUF-ისა და FGU-ს წარმომადგენლებთან და ქართველ აკადემიკოსებთან. ისინი ასევე გაესაუბრნენ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს (ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა თსუსა და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით).

აღმოსავლეთ პარტნიორობა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობა

აღმოსავლეთ პარტნიორობა: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობა

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 12 მაისს 16 საათზე გაიმართება ონლაინ კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კონფერენცია ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

იდეების ღამე 2021 _ ჩანაწერი

იდეების ღამე 2021 _ ჩანაწერი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2021 წლის “იდეების ღამის” ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ონლაინ დებატები. კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ – „სწავლება და კვლევა დისტანციური გამოწვევების წინაშე”. “იდეების ღამე” ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია დროში აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც სიახლეებს ნერგავენ ყველა მიმართულებით. იხილეთ ვიდეო ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით:

  • 1
  • 2
  • 4