შეხვდი მომავალს

ჩვენი ისტორია

line-middle

2018 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტის პროექტზე სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ევროპისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ხელისმოწერას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (FGU) საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების მიერ ინიცირებული პროექტია. ქართული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი ფოკუსირებულია კონკრეტულ სექტორზე და ამზადებს სტუდენტებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნადი ადგილებისთვის. 2017 წლიდან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით  არაერთი ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენელი თუ პროფესორი ეწვია ჩვენს ქვეყანას. თითოეული ვიზიტი ემსახურებოდა თანამედროვე ბაზარზე არსებული საჭიროებების კვლევას და ექსპერტიზის შედეგად ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამების შემუშავებას.