შეხვდი მომავალს

 

ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა

line-middle

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლუმიერ ლიონ 2 -ის უნივერსიტეტი

 

სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერ ლიონ 2 – ის უნივერსიტეტის მიერ, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში.

 

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტურიზმის სფეროსთვის კადრების მომზადებას, რომელთა კვალიფიკაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს  მდიდარი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლის ამაღლებაზე ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში. 

 

სტუდენტები შეისწავლიან ტურიზმის სფეროში ბიზნესის ორგანიზებას, ტურიზმთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლების, ასევე მათი ღირებულებების დიაგნოსტკის და დაცვის მეთოდიკას. 

 

სტუდენტები დაეუფლებიან ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების ორგანიზაციის ჩვევებს და მეთოდიკას, რომელსაც გამოიყენებენ სავალდებულო სტაჟირების დროს. გაეცნობიან სხვადასხვა საშუალებებს და მეთოდებს, რომელიც უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების დასაგეგმად.

 

მიღებულ ცოდნას გაიმყარებენ სტაჟირების გავლისას, რომელიც პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელ ECTS ქულებად ჩაითვლება. ეს პროგრამა შემუშავებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ფრანგულ ენას საკმარის დონეზე (მინიმუმ B1), ვინაიდან ფრანგი პროფესორები ლექციებს ფრანგულ ენაზე ჩაატარებენ.

გადმოტვირთეთ ბროშურა