Loading Events
  • This event has passed.

კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში

November 6, 2023 - November 10, 2023

განცხადება მონაწილეთათვის

 

შემოდგომის სკოლა
2023 წლის 6-10 ნოემბერი, თბილისი (საქართველო)

 
აღნიშნული შემოდგომის სკოლის მიზანია შეკრიბოს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (სოციოლოგია, პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, გეოგრაფია, სამართალი და ა.შ.) ფრანგი, ქართველი და საერთაშორისო მკვლევარები და სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ექნებათ იმსჯელონ უკრაინაში შეჭრის შედეგებსა და კავკასიაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე. ჩვენ განსაკუთრებით დავინტერესდებით პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით, რომლებიც გამოიწვია კავკასიაში, განსაკუთრებით თბილისსა და რეგიონის სხვა ქალაქებში, ახალი თემების გამოჩენამ.
 
ხუთი დღის განმავლობაში სტუდენტები დაესწრებიან კონფერენციებსა და სემინარებს შემდეგ თემებზე:

  • პოლიტიკური ტრანსნაციონალიზმი,
  • გადაადგილებულთა და მასპინძელი ქვეყნების მოსახლეობის კოლექტიური ქმედებები და მობილიზება,
  • ურბანული სივრცეების ტრანსფორმაცია,
  • წინააღმდეგობის სივრცითი სტრატეგიები,
  • საერთაშორისო მიგრაციისა და გადასახლების კანონი,
  • კოლონიზაცია და პოსტკოლონიალური საკითხები სამხრეთ კავკასიაში.

 
სტუდენტები ასევე იმუშავებენ ჯგუფურად, სასწავლო-კვლევითი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, კოლექტიურ საველე სამუშაოზე (დაკვირვება და ინტერვიუები), რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე.
 
პროცესებზე. დაკვირვების, ვიზიტებისა და ინტერვიუების (სამოქალაქო ორგანიზაციები, კულტურული სივრცეები, წიგნის მაღაზიები, ბარები, კაფეები და ა.შ.) საშუალებით სტუდენტები შეადგენენ როგორც ემიგრაციის რუკას, ასევე შეისწავლიან მიმღები ქვეყნის რეაქციებს (საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, წინააღმდეგობის ზემოქმედების ადგილები, ქუჩის ხელოვნება და გრაფიტები). ბოლო დღე დაეთმობა სტუდენტების პრეზენტაციებს და საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება ინტერნეტში.
 
სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო ვორქშოფს – „მასიურ ემიგრაციაზე დაკვირვება: დაძაბულობა და თანამშრომლობა ახლად გაჩენილ თემებს შორის თბილისში მათი სრულლმაშტაბიანი შემოსვლის შემდეგ,“ რომელიც გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 და 12 ნომებერს.
 
ორგანიზატორები:
ქ-ნი ოლგა ბრონიკოვა (გრენობლის ალპების უნივერსიტეტი, საფრანგეთი)
ქ-ნი სოფია გავრილოვა (ლაიბნიცის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტი, გერმანია)
ქ-ნი ევა ბერტრანი (ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველო)
 
პარტნიორი ინსტიტუციები: შემოდგომის სკოლა ორგანიზებულია ფრანგულ-ქართულიუნივერსიტეტის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, და რუსეთის კვლევების ცენტრთან, თამშრომლობით.
 
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
 
თარიღი და ადგილმდებარეობა: : 2023 წლის 6-10 ნოემბერი, თბილისი (საქართველო).
 
სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული და ინგლისური (კონფერენციები ჩატარდება თარგმანით).
 
მონაწილეობის კრიტერიუმები და სერტიფიცირება: სკოლა ღიაა სოციალური და ჰუმანიტარული სფეროს მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, რომლთაც განსაკუთრებული ინტერესი აქვთ მიგრაციის კვლევების მიმართ და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას (ფრანგული ენის ცოტნა დამატებითი პლიუსია). ყველა სტუდენტი, რომელიც შემოდგომის სკოლას წარმატებით დაასრულებს მიიღებს სერთიფიკატს.
 
განაცხადის შეტანის წესი: განაცხადის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: autumn.school.fgu@gmail.com
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 სექტემბერი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ოქტომბრის დასაწყისში.
 
ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო მონაწილეებისთვის (სამოგზაურო ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივად დაფარვა, + უფასო განთავსება ინდივიდუალურად ერთადგილიან ნომერში ან ორადგილიან ნომერში კოლეგასთან ერთად).
 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გვთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:
autumn.school.fgu@gmail.com

 
Event's Partners

Details

Start: November 6, 2023
End: November 10, 2023
Event CategoryLectures

Venue

Venue Name: მალე
Address: თბილისი, Georgia
+ Google Map