შეხვდი მომავალს

სამაგისტრო პროგრამა გამოთვლით მეცნიერებასა და მოდელირებაში

line-middle

რენის პირველი უნივერსიტეტი/ინსა რენე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიპლომის ტიპი: მაგისტრის ხარისხიორმაგი ხარისხი

 

აღწერა

ეს ფრანგულ-ქართული სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მოდელირებაში ეფუძნება რენის პირველ უნივერსიტეტში უკვე არსებულ სამაგისტრო პროგრამას. ის აერთიანებს ორივე უნივერსიტეტის მაღალი დონის სწავლებას გამოყენებით მათემატიკაში, მეცნიერულ პროგრამირებაში, მოდელირებასა და მონაცემთა ანალიზში. პროგრამის მიმდინარეობის 2 წლის განმავლობაში, სტუდენტები მაღალ დონეზე განივითარებენ მათემატიკურ უნარებს, რაც საბაზისო საკითხია რიცხვითი სიმულაციისთვის. ამას გარდა, სტუდენტები მიიღებენ მნიშვნელოვან რეალურ ცოდნას მათი ადაპტაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

ეს პროგრამა შეიქმნა რიცხვითი სიმულაციის ინდუსტრიის არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რიცხვითი ინსტრუმენტების ფრთხილი გამოყენების, ისევე როგორც პროფესიონალთა შრომითუნარიანობის და მათი ინსტუმენტების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სამაგისტრო ხარისხის ეს პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას ისწავლონ და გამოიყენონ კომპიუტერული მეცნიერებები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმების ორიენტაციით: ფიზიკა და მექანიკა შენობის დიზაინში, აერონავტიკა, მანქანათმშენებლობა და სხვა; ისევე როგორც ჯანდაცვის, მედიცინის და გარემოსდაცვითი საკითხები სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიისთვის.

პროგრამა მოიცავს 6 თვიან სტაჟირებას, რომელიც ჩაითვლება ECTS ქულებად, რაც კურსდამთავრებულს პირველ პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

 

პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა 2 წლიანია და 4 სემესტრადაა დაყოფილი: 3.5 სემესტრი ტარდება თსუ-ში, რენის პირველი უნივერსიტეტის, რენის INSA-ს და თსუ-ს პროფესორების მიერ. პროგრამა ასევე მოიცავს 8-კვირიან სტაჟირებას პირველ და მეორე კურსს შორის, ისევე როგორც 6-თვიან სტაჟირებას პროგრამის დასასრულს – პროგრამაში 24 ECTS ქულა ეთმობა პროფესიულ გამოცდილებას.

სტუდენტებს ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ მრავალ კურსს შორის, რაც შესაძლებლობას მისცემთ თავადვე შეადგინონ საკუარი სპეციალიზაცია, პროფესიონალური გეგმის და მისწრაფებების მიერ.

 

პროგრამაში ისწავლება შემდეგი უნარები:

 

1/გამოყენებითი მათემატიკა

  • რიცვითი მეთოდები
  • ოპტიმიზაცია და ოპერაციული კვლევა
  • ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებები და ფიზიკური მოვლენები
  • სასრული ელემენტის მეთოდი გამოთვლითი მეცნიერებებისთვის
  • ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნა
  • სასწული ელემენტების კომპიუტერული პაკეტების პრაქტიკა
  • მათემატიკური ინსტუმენტები კომპიუტერულ გეომეტრიულ დიზაინში
  • გამრავლების ფენომენის მათემატიკური მოდელირება
  • მანქანური დასწავლა ბილოგიისთვის
  • პარამეტრების დასწავლა და ოპტიმიზაცია

 

2/მეცნიერული პროგრამირება

  • მეცნიერული პროგრამირება C-ში, Fortan-ში
  • ობიექტის პროგრამირება C++ში /ფუნდამენტური და მოწინავე კონცეფციები
  • პარალელური გამოთვლა და on GPU

 

3/მოდელირება

  • სხივური სტრუქტურების დინამიკა
  • მოდელირების მულტიფიზიკა
  • სითხეები და მყარი ობიექტები ურთიერთქმედებაში
  • ინვერსიული ამოცანები
  • მოდელირება Earth Science-ში
  • გამოყენებითი თერმომექანიკა
  • მონტე-კარლოს მოლეკულური სიმულაცია

 

პროფესიული გამოცდილება და სტაჟირება

პროგრამა მოიცავს ორ სავალდებულო სტაჟირებას, რომელიც აუცილებელია კურსის ჩასათვლელად: ერთი 8 კვირიანი სტაჟირება პროგრამის პირველ და მეორე კურსს შორის და ერთი 6-თვიანი სტაჟირება პროგრამის დასასრულს. სტუდენტებმა უნდა დაწერონ სტაჟირების ანგარიში ორივე განვლილი სტაჟირებისთვის და კურსის დასახურად მოუწევთ ამ ანგარიშების სიტყვიერი წარდგენა და დაცვა ჟიურის წინაშე.

ყოველწლირად, რენის უნივერსიტეტის ამ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები უამრავ შეთავაზებას იღებენ სტაჟირების პროგრამებზე დიდი კომპანიების, ინსდუსტრიებისა და კვლევითი ლაბორატორიებისგან: Bertin technologies-ი, Scalian-ი, Cooper Standard-ი, Airbus-ი CSM-ის ფრანგულ-ქართული სამაგისტრო პროგრამაში ჩარიცხვით, სტაჟირებების თვალსაზრისით, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება იგივე შესაძლებლობები, რომლებითაც სარგებლობენ რენის უნივერსიტეტის ფრანგი სტუდენტები.

სტაჟირებების გავლა შესაძლებელია საფრანგეთში, საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში. სტაჟირებები რეგულირდება ფრანგული კანონმდებლობით: სტუდენტები დაცულები არიან სამმხრივი შეთანხმებით სტუდენტს, უნივერსიტეტს (ლიონის მეორე) და კომპანიას შორის. საფრანგეთში, 2 თვეზე მეტი ხანგრძლივობის სტაჟირებები ანაზღაურებადია და სტაჟორები იღებენ მინიმუმ 525 ევროს მინიმალური კომპენსაციის სახით. ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე.

 

მოთხოვნები

სამაგისტრო პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს სტუდენტი, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის ან ექვივალენტი აკადემიური ხარისხი და ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე (მინიმუმ), რასაც ადასტურებს სერტიფიკატი სპეციალურად აკრედიტებული ინსტიტუტისგან, ან უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგები. სტუდენტი ჩაირიცხება სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით (სამაგისტრო გამოცდების და სპეციალობის ინგლინურენოვანი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით).

 

სწავლის საფასური

ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტები, პროგრამის 2 წლის განმავლობაში ჩარიცხული იქნებიან როგორც თსუ-ში, ასევე რენის პირველ უნივერსიტეტში. თსუ-ში სწავლა დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში. სტუდენტები პარალელურად ირიცხებიან რენის პირველ უნივერსიტეტში. ფქუ-ს სტუდენტებისთვის, რენის პირველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურია 243€/წელიწადში, წლიური 3770€-ს ნაცვლად.

 

კურსის დამთავრება

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორ ხარისხს: ერთ ბაკალავრის ხარისხს სტუ-დან (120 ECTS ქულა) და მაგისტრის ხარისხს (120 ECTS ქულა) რენის პირველი უნივერსიტეტიდან. ორივე ხარისხი აღიარებულია და ხელმისაწვდომს ხდის სწავლების შემდეგ ციკლს (სადოქტორო ხარისხი) ევროპაში და ყველა იმ საერთაშორისო უმაღლესი განათლების ინსტიტუციაში, რომელიც აღიარებს ფრანგულ და ქართულ დიპლომებს.