“საქართველო – კულტურათა გზაჯვარედინი”, 2022 წლის 25 მარტი

2022 წლის 25 მარტს გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობა“ (ორმაგი ხარისხის პროგრამა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ლიონ 2-ის უნივერსიტეტი) პირველი წლის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კონფერენცია-სპექტაკლი „საქართველო, კულტურათა გზაჯვარედინი“, ფესტივალის „Villeurbanne Capital Française de la Culture 2022“ ფარგლებში. კონფერენცია გახსნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა (ვიდეოკონფერენცია).

სტუდენტებმა წარადგინეს საქართველო და მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. პრეზენტაციას თან ახლდა ქართული ცეკვა და მუსიკა, რომელიც ასევე ტურიზმის ნიჭიერმა სტუდენტებმა წარადგინეს. პრეზენტაციის ბოლოს, სტუმრებმა დააგემოვნეს შესანიშნავი ქართული ღვინო, რისთვისაც მადლობას ვუხდით Le Pont Caucasien-ს.

საღამო სრულად ორგანიზებული იყო ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, რომელთაც ხელმძღვანელობდა ფრედერიკ ლამანტია, ლიონ 2-ის ტურიზმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ფრანგულ-ქართული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ლიონის 2-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი ჯიმ უოლკერი, ლიონის 2-ის l’UFR-ის დეკანი ანტონი საიმონი, ქალაქ ვილურბანის საერთაშორისო პროექტების ასისტენტი და პროექტის Villeurbanne Capitale Française de la Culture 2022  ხელმძღვანელი.

ვიდეოჩანაწერის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://www.directenjeu.fr/videos/soiree-georgie-villeurbanne-capitale-francaise-de-la-culture-22-avec-frederic-lamantia-110



Leave a Reply

Your email address will not be published.