ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა – 2020 წლის 16 სექტემბერი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს გამართვასთან დაკავშირებით, 2020 წლის 16 სექტემბერს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა “ტურიზმის” გახსნის ცერემონიას უმასპინძლა თბილისში, საფრანგეთის რეზიდენციაში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ტურიზმის განვითარების მისიის დირექტორი ჟან დიდიე, ისევე როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიაზე ასევე მოწვეული იყვნენ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფქუ-ს კოორდინატორ დავიდ ტერტრისა და სამაგისტრო პროგრამის  თანახელმძღვანელს იოსებ ხელაშვილს.

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ამ პროგრამას მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი. ამ სფეროში ფრანგული გამოცდილების საფუძველზე, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორით დაინტერესებული ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის გზით. ეს ახალი ორმაგი ხარისხის პროგრამა ერთ-ერთი პირველია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროგრამებს შორის. 

Leave a Reply

Your email address will not be published.