Year: <span>2020</span>

Home / 2020
ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2020 წლის 23 ოქტომბერი
October 28, 2020October 28, 2020Post

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 2020 წლის 23 ოქტომბერი

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის “ტურიზმი” გახსნის ცერემონია (თსუ-ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი). ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ამ პროგრამას...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის გახსნა – 2020 წლის 6 ოქტომბერი
October 7, 2020October 7, 2020Post

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის გახსნა – 2020 წლის 6 ოქტომბერი

2020 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან პარტნიორობით, ჩატარდა ორმაგი ხარისხის კვების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის გახსნის ღონისძიება  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – რენე 1-ის უნივერსიტეტი). ცერემონია გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის შენობაში. ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ, საქართველოს...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა – 2020 წლის 16 სექტემბერი
September 17, 2020September 17, 2020Post

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა – 2020 წლის 16 სექტემბერი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს გამართვასთან დაკავშირებით, 2020 წლის 16 სექტემბერს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა “ტურიზმის” გახსნის ცერემონიას უმასპინძლა თბილისში, საფრანგეთის რეზიდენციაში.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ტურიზმის განვითარების მისიის დირექტორი ჟან დიდიე, ისევე როგორც...

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო
July 23, 2020September 11, 2020Post

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი პროექტის „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ ფარგლებში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საბჭო შეიქმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას გაუწევს ზედამხედველობას და მის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭოს დებულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი...

სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში
July 9, 2020September 11, 2020Post

სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში

“სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში” ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ ფარგლებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტი), პროექტი სახელწოდებით „სემინარები პროფესიული ცხოვრების გაცნობისთვის საფრანგეთის ტურიზმის სფეროში“ შერჩეულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ. ტრენინგი გაიმართება 2020 წლის შემოდგომაზე ქ. თბილისში. AUF–ის ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს...

სადოქტორო სტიპენდია 2023
March 17, 2020May 17, 2023Post

სადოქტორო სტიპენდია 2023

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. ეს სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.  სტიპენდია (2100 ევროს ოდენობით ორი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო...

“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?”
February 22, 2020September 11, 2020Post

“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?”

“როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე?” პოლიტიკური ხელოვნების ახალი ტრაქტატი ნაწარმოები წარმოადგენს დეპუტატთა პრემიის ლაურეატს ნომინაციაში “2019 წლის საუკეთესო პოლიტიკური წიგნი” 2020 წლის 20 თებერვალს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართა კონფერენცია-წიგნის პრეზენტაცია “როგორ ვმართოთ ხალხი-მეფე”. ნაშრომი წარადგინა მისმა ავტორმა პიერ-ანრი ტავუაიომ (სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კოლეჯის თავმჯდომარე და ფილოსოფიის პროფესორი). ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა წიგნის ძირითადი იდეები. სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკური...

Comment gouverner un peuple-roi?
February 22, 2020September 11, 2020Post

Comment gouverner un peuple-roi?

Traité nouveau d’art politiquePrix des députés du meilleur livre politique en 2019 La conférence-présentation du livre « comment gouverner un peuple-roi » a eu lieu le 20 février 2020 à la médiathèque de l’institut français à Tbilissi . L’ouvrage a été présenté par son auteur, le professeur Pierre-Henri Tavoillot, président du Collège du philosophie, maitre e...

“შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?”
February 21, 2020September 11, 2020Post

“შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?”

“შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?” 2020 წლის 19 თებერვალს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია – დებატები “შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ “ლიგამუსში”. სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორებმა პიერ-ანრი ტავუაიომ და ჟან-კასიენ ბიიემ, რელიგიური და კულტურული კვლევების პროფესორ სოფიკო ზვიადაძესთან ერთად იასუბრეს ფრანგული ლაიციზმის საკითხზე. კონფერენციის მიზანი იყო საფრანგეთში არსებული...